2016 წელს ინფლაციამ 1.8 პროცენტი შეადგინა

2016 წელს ინფლაციამ 1.8 პროცენტი შეადგინა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, დეკემბერში საქონლისა და მომსახურების ფასები 1%-ით გაიზარდა და წლიურმა ინფლაციამ (2016 წლის 12 თვის) 1.8% შეადგინა.

2016 წელს ყველაზე მეტად (13.1%-ით) ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო გაძვირდა. ცალკე აღებული თამბაქოს ნაწარმი 23%-ით გაძვირდა. სურსათი და უალკოჰოლო სასმელები 1.6%-ით გაძვირდა. სურსათიდან ყველაზე მეტად (16%-ით) შაქარი, ჯემი, თაფლი და საკონდიტრო ნაწარმი გაძვირდა.

5.7%-ით გაიაფდა ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. 2.5%-ით მოიკლო ავეჯის და საოჯახო ნივთების ფასებმა.