2017 წლის ტოპ-10 კომპანია FDI-ის და ბრუნვის მიხედვით

2017 წლის ტოპ-10 კომპანია FDI-ის და ბრუნვის მიხედვით

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ტოპ-10 კომპანიის სია გამოაქვეყნა, 2017 წელს განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების და ბრუნვის მიხედვით.

10 უმსხვილესი კომპანია უცხოური ინვესტიციების კუთხით შემდეგია: 

  • სს ენერგო-პრო ჯორჯია გენერაცია 
  • შპს საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი 
  • შპს მტკვარი ჰოლდინგი 
  • ენკა ინშაათ ვე სანაი ანონიმ შირქეთის ფილიალი საქართველოში (კომპანიის საქმიანობის სფეროს ნავთობსადენების და გაზსადენების მშენებლობა, ასევე სარემონტო სამუშაოები წამოადგენს) 
  • სს მეტრო ავრასია ჯორჯია (კომპანია სამშენებლო, უძრავი ქონების, ტრანსპორტისა და გადაზიდვების სფეროში მოღვაწეობს) 
  • სს ენერგო-პრო ჯორჯია 
  • BP Group 
  • შპს მაგთიკომი 
  • IDC ბორჯომი 
  • Rakeen Uptown Development 

საქსტატის მონაცემებით, 2017 წელს განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 1 861.9 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია და წინა წელთან შედარებით 16.2 პროცენტით (259.1 მლნ. აშშ. დოლარით) გაიზარდა. აღნიშნული ინფორმაცია ეფუძნება საგარეო ეკონომიკური საქმიანობის სტატისტიკური გამოკვლევის, ასევე, საწარმოთა კვარტალური სტატისტიკური გამოკვლევის  შედეგებს. 

ტოპ-10 კომპანია ბრუნვის მიხედვით 2017 წელს შემდეგი იყო: 

  • ენკა ინშაათ ვე სანაი ანონიმ შირქეთის ფილიალი საქართველოში 
  • სს ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი 
  • სს ენერგო-პრო ჯორჯია –  საქმიანობა: ელექტროენერგიის წარმოება ჰიდროელექტროსადგურების მიერ 
  • შპს მარსი – საქმიანობა: აზარტული თამაშების საქმიანობები 
  • შპს სოკარ გაზ ექსპორტ-იმპორტი – საქმიანობა: ბუნებრივი აირის რეალიზაცია 
  • შპს სოკარ ჯორჯია გაზი – საქმიანობა: ბუნებრივი აირის რეალიზაცია, ბუნებრივი აირით მომარაგება, განაწილება 
  • შპს სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი – საქმიანობა: საცალო ვაჭრობა ბენზინით 
  • შპს სუპერბეთი 2014 – (კრისტალ ბეთი, ლიდერბეთი) – საქმიანობა: აზარტული თამაშების საქმიანობები 
  • შპს ჩემპიონები 111 – საქმიანობა: აზარტული თამაშების საქმიანობები 
  • შპს ჯორჯიან მანგანეზი – საქმიანობა: თუჯის, ფოლადის და ფეროშენადნობების წარმოება 

სია არ მოიცავს სადაზღვევო კომპანიებს, ასევე, საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშ მყოფ საფინანსო საწარმოებს. ამასთან კომპანიები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.