2021 წლის ათი ყველაზე ძვირად ღირებული სახელოვნებო NFT

2021 წლის ათი ყველაზე ძვირად ღირებული სახელოვნებო NFT

თამამად შეიძლება ითქვას, რომ 2021 წელი დეცენტრალიზებული ტექნოლოგიისთვის საუცხოო გამოდგა – თუმცა განსაკუთრებით საინტერესოა NFT-ების ბაზარი, რომელმაც, კრიპტოვალუტების მსგავსად, წელს ერთგვარი ბუმი გამოიარა. ამ სფეროს ამგვარი პოპულარობის ფონზე, ხელოვნების ჟურნალმა Artnet-მა 2021 წლის ათი ყველაზე ძვირად ღირებული სახელოვნებო NFT-ის სია შეადგინა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

აქვე აღვნიშნავთ, რომ ამ სიაში მხოლოდ ცალკე გაყიდული უნიკალური ნამუშევრები შევიდა, რომლებიც თითო-თითო კოლექციონერმა შეიძინა. ამგვარად, ამ სიაში ვერ მოხვდა NFT-ების პოპულარული სერიები, მათ შორის CryptoPunks-ი და Bored Ape Yacht Club NFTs-ი.

ცნობისთვის, NFT, ანუ Non-Fungible Token ეთერიუმის ბლოკჩეინზე აღბეჭდილი ინფორმაციის ერთი უნიკალური კოდია, რომლითაც, როგორც წესი, ხელოვნების ნიმუშებს ან მსგავსს, მაგრამ აუცილებლად უნიკალურ ნიმუშებს გამოხატავენ. შეიძლება ითქვას, რომ ციფრული სამყაროსთვის NFT-ნიმუშები იგივეა, რაც ხელოვნების ნიმუშები ჩვენი სამყაროსთვის – ისინი უნიკალურია და მათი კოპირება შეუძლებელია, რის გამოც  NFT-ები ხშირად კოლოსალურ თანხებად იყიდება.

Beeple | “Everydays: The First 5000 Days”

ფასი: $69.4 მილიონი

ფოტო: Beeple & Christie’s

Beeple | “Human One”

ფასი: $28.9 მილიონი

ფოტო: Christie’s

ფოტო: Christie’s

Beeple | “Crossroads”

ფასი: $6.6 მილიონი

 

XCOPY | “Right-click and Save As guy”

ფასი: $6.57 მილიონი

ფოტო: XCOPY

Beeple | “Ocean Front”

ფასი: $6 მილიონი

ფოტო: Beeple

XCOPY | “A Coin for the Ferryman“

ფასი: $6 მილიონი

ფოტო: XCOPY

Freeross | “Ross Ulbricht Genesis Collection”

ფასი: $5.93 მილიონი

ფოტო: Ross Ulbricht

Edward Snowden | Stay Free (Edward Snowden)

ფასი: $5.4 მილიონი

ფოტო: Edward Snowden

Mad Dog Jones | “Replicator”

ფასი: $4.1 მილიონი

ფოტო: Phillips

XCOPY | “Some Asshole”

ფასი: $3.8 მილიონი

ფოტო: XCOPY
დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.