საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს საქართველოში 11,279 ნებართვა გაიცა (წინა წელთან შედარებით 4.2%-ით მეტი) 9,379,200 კვადრატული მეტრის ფართობის შენობების მშენებლობისთვის (26.4%-ით მეტი).
ნებართვების 49.7% მოდის თბილისზე, 8.9% – მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 8.4% – ქვემო ქართლის რეგიონზე და 6.7% – იმერეთის რეგიონზე.
ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე.
2023 წელს ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 3,293,200 კვადრატული მეტრის ფართობის (წინა წელთან შედარებით 23.7%-ით მეტი) 3,182 ობიექტი (19.9%-ით მეტი).
ამ ობიექტების 33.1% მოდის თბილისზე, 13.1% – მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 12% – კახეთის რეგიონზე და 8.5% – იმერეთის რეგიონზე.