2023 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმები

2023 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმები

2023 წელს გამოსული ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმის სტატუსს მოცემული დროისთვის ანიმაციური კინოსურათი The Super Mario Bros. Movie ფლობს. ვინაიდან ჯერ მხოლოდ წლის ნახევარია გასული, შესაძლოა, მას ლიდერის პოზიცია წლის დარჩენილ პერიოდში დაანონსებულმა რომელიმე ფილმმა ჩამოართვას.

ბოლო პერიოდში განსაკუთრებული პოპულარობით საოჯახო ფილმები სარგებლობს, რაზეც The Super Mario Bros. Movie-ზე მაყურებლების აქტივობაც მიანიშნებს. Nintendo-ს ვიდეოთამაშის ადაპტაციის მიერ მიღებული მთლიანი შემოსავალი 1.3 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს. მათ შორის საშინაო შემოსავალი $573.4 მილიონს აღემატება. შედეგად, The Super Mario Bros. Movie არა მხოლოდ წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმია, არამედ ლიდერის პოზიციას შიდა სალაროებიდან მიღებული შემოსავლითაც არავის უთმობს.

2023 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმის გადასაღებად Nintendo, მარიოს ფრენჩაიზისა და პერსონაჟებზე საავტორო უფლებების მფლობელი, ანიმაციურ სტუდია Illuminations-თან გაერთიანდა. The Super Mario Bros. Movie-ის შექმნას დაახლოებით სამი წელი დასჭირდა. ანიმაციური ფილმის ბიუჯეტი კი 100 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

შთამბეჭდავი იყო The Super Mario Bros. Movie-ის დებიუტიც. მან Ant Man And The Wasp: Quantumania-ს აჯობა და წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი პრემიერის სტატუსიც დაისაკუთრა. გარდა ამისა, ანიმაციურმა ფილმმა, პრემიერიდან ხუთი დღის განმავლობაში მიღებული შემოსავლით, საუკეთესო მაჩვენებლის მქონე Transformers: Revenge Of The Fallen-ს ($200 მილიონი) გადაუსწრო.

Marvel-ის ფილმებიდან წელს საუკეთესო შედეგი Guardians of the Galaxy Vol. 3-ს ეკუთვნის, რომელმაც 351.5 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის საშინაო შემოსავალი მიიღო. ამის მიუხედავად, კინოსურათი Marvel-ის ყველა დროის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმების ტოპ-ათეულში ვერ ხვდება. ცნობისთვის, სიაში მე-10 ადგილს Iron Man-ი იკავებს, რომელმაც შიდა სალაროებიდან $409 მილიონი გამოიმუშავა.

2023 წლის ტოპ-5 მაღალშემოსავლიანი ფილმი:

#1 The Super Mario Bros. Movie

გლობალური შემოსავალი: $1.3 მილიარდი

#2 Guardians of the Galaxy Vol. 3

გლობალური შემოსავალი: $835 მილიონი

#3 Fast X

გლობალური შემოსავალი: $696 მილიონი

#4 Spider-Man: Across the Spider-Verse

გლობალური შემოსავალი: $607 მილიონი

#5 The Little Mermaid

გლობალური შემოსავალი: $526 მილიონი

2023 წლის ტოპ-5 ფილმი საშინაო შემოსავლის მიხედვით:

#1 The Super Mario Bros. Movie

საშინაო შემოსავალი: $573 მილიონი

#2 Guardians of the Galaxy Vol. 3

საშინაო შემოსავალი: $355 მილიონი

#3 Spider-Man: Across the Spider-Verse

საშინაო შემოსავალი: $339 მილიონი

#4 The Little Mermaid

საშინაო შემოსავალი: $283 მილიონი

#5 Ant-Man and the Wasp: Quantumania

საშინაო შემოსავალი: $214 მილიონი