2024/25 წლების სეზონის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა ფეხბურთის ტოპ-ლიგებში ძირითადად 30 აგვისტოს იხურება. შესაბამისად, კლუბებს კონტრაქტების გასაფორმებლად და ახალი ფეხბურთელების დასამატებლად დაახლოებით ერთი კვირა რჩებათ.
Transfermarkt-ი მიმდინარე სეზონის ყველაზე ძვირად ღირებული ტრანსფერების სიას რეალურ დროში გვთავაზობს. ამ დროისთვის, ჩამონათვალში პირველ ადგილს ხულიან ალვარესი იკავებს, რომელიც 12 აგვისტოს „მანჩესტერ სიტიდან“ მადრიდის „ატლეტიკოში“ გადავიდა. ესპანელებმა არგენტინელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 75 მილიონი ევრო გადაიხადეს. „ატლეტიკომ“ ალვარესთან კონტრაქტი 2030 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.
მეორე ადგილზე „ტოტენჰემ ჰოტსპურის“ შენაძენი დომინიკ სოლანკეა, რომელიც „დეზებს“ „ბორნმუთიდან“ 10 აგვისტოს შეუერთდა. „ტოტენჰემმა“ ინგლისელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 64.3 მილიონი ევრო გადაიხადა. მხარეებს შორის კონტრაქტი 2030 წლის 30 ივნისამდე გაფორმდა.
სამეულში ხვდება 18 წლის ფრანგი ფეხბურთელი ლენი იორო, რომელიც 18 ივლისს „ლილიდან“ „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადავიდა. ინგლისელებმა ფეხბურთელის სანაცვლოდ 62 მილიონი ევრო გადაიხადეს და მასთან კონტრაქტი 2029 წლის 30 ივნისამდე გააფორმეს.
2024/25 წლების სეზონის ტოპ-10 ძვირად ღირებული ტრანსფერი:
1. ხულიან ალვარესი – €75 მილიონი (Man City -> Atlético Madrid)
2. დომინიკ სოლანკე – €64.3 მილიონი (Bournemouth -> Tottenham)
3. ლენი იორო – €62 მილიონი (LOSC Lille -> Man Utd)
4. პედრო ნეტუ – €60 მილიონი (Wolves -> Chelsea)
5. მუსა დიაბი – €60 მილიონი (Aston Villa -> Al-Ittihad)
6. ჟუან ნევეში – €59.92 მილიონი (Benfica -> PSG)
7. ამადუ ონანა – €59.35 მილიონი (Everton -> Aston Villa)
8. დანი ოლმო – €55 მილიონი (RB Leipzig -> Barcelona)
9. მაიკლ ოლისე – €53 მილიონი (Crystal Palace -> Bayern Munich)
10. დუგლას ლუისი – €51.5 მილიონი (Aston Villa -> Juventus)