ამერიკულმა Forbes-მა 2024 წლისთვის მსოფლიოს ყველაზე მაღალშემოსავლიანი ჩოგბურთელების სია გამოაქვეყნა. გამოცემის დათვლებით, ტოპ-10-ში შემავალმა სპორტსმენმა გასული 12 თვის განმავლობაში კოლექტიურად $246 მილიონი გამოიმუშავეს. ეს მნიშვნელოვნად ჩამორჩება 2020 წლის რეკორდულ მაჩვენებელს, $343 მილიონს, როდესაც ახლა უკვე პროფესიონალური სპორტიდან წასული სერენა უილიამსისა და როჯერ ფედერერის შემოსავალმა $142 მილიონი შეადგინა.
ამის მიუხედავად, მსოფლიოს ტოპ-10 ყველაზე მაღალშემოსავლიანი ჩოგბურთელის მიერ კოლექტიურად გამომუშავებული თანხა გასული წლის მაჩვენებელს ($196 მილიონი) 26%-ით აჭარბებს.
ყველაზე მაღალშემოსავლიანი ჩოგბურთელების რეიტინგში ლიდერობა დაკარგა სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა, რომელმაც მის მრავალფეროვან ტიტულებს წელს პარიზში ოლიმპიური ოქროც დაამატა. 37 წლის ჯოკოვიჩი გასულ წელს სიაში პირველ ადგილს გამომუშავებული $38.4 მილიონით იკავებდა, წელს კი მის მიერ მიღებული $37.2 მილიონი პირველობისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.
ჯოკოვიჩის ნაცვლად, რეიტინგის ლიდერი 21 წლის ესპანელი კარლოს ალკარასია, რომელმაც გასულ 12 თვეში კორტებსა და კორტებს მიღმა ჯამურად $42.3 მილიონი გამოიმუშავა.
2024 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ჩოგბურთელები:
#1. კარლოს ალკარასი – $42.3 მილიონი
ასაკი: 21 | ქვეყანა: ესპანეთი | კორტებზე გამომუშავებული თანხა: $10.3 მლნ. • კორტებს მიღმა: $32 მლნ.
#2. ნოვაკ ჯოკოვიჩი – $37.2 მილიონი
ასაკი: 37 | ქვეყანა: სერბეთი | კორტებზე: $12.2 მლნ. • კორტებს მიღმა: $25 მლნ.
#3. კოკო გოფი – $27.1 მილიონი
ასაკი: 20 | ქვეყანა: აშშ | კორტებზე: $7.1 მლნ. • კორტებს მიღმა: $20 მლნ.
#4. იგა შვიონტეკი – $26.7 მილიონი
ასაკი: 23 | ქვეყანა: პოლონეთი | კორტებზე: $11.7 მლნ. • კორტებს მიღმა: $15 მლნ.
#5. იანიკ სინერი – $26.6 მილიონი
ასაკი: 23 | ქვეყანა: იტალია | კორტებზე: $11.6 მლნ. • კორტებს მიღმა: $15 მლნ.
#6. რაფაელ ნადალი – $23.3 მილიონი
ასაკი: 38 | ქვეყანა: ესპანეთი | კორტებზე: $0.3 მლნ. • კორტებს მიღმა: $23 მლნ.
#7. დანიილ მედვედევი – $20.3 მილიონი
ასაკი: 28 | ქვეყანა: რუსეთი | კორტებზე: $7.3 მლნ. • კორტებს მიღმა: $13 მლნ.
#8. ნაომი ოსაკა – $14.6 მილიონი
ასაკი: 26 | ქვეყანა: იაპონია | კორტებზე: $0.6 მლნ. • კორტებს მიღმა: $14 მლნ.
#9. კასპერ რუდი – $13.9 მილიონი
ასაკი: 25 | ქვეყანა: ნორვეგია | კორტებზე: $3.9 მლნ. • კორტებს მიღმა: $10 მლნ.
#10. არინა საბალენკა – $13.7 მილიონი
ასაკი: 26 | ქვეყანა: ბელარუსი | კორტებზე: $6.7 მლნ. • კორტებს მიღმა: $7 მლნ.