2025 წლის I კვარტალში საცხოვრებელი უძრავი ქონება 11.5%-ით გაძვირდა

2025 წლის I კვარტალში საცხოვრებელი უძრავი ქონება 11.5%-ით გაძვირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის პირველ კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 2.2%-ით გაიზარდა, წლიურ ჭრილში კი – 11.5%-ით. საქსტატის ცნობით, 2020 წლის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით ინდექსი 57.6%-ით არის გაზრდილი.

შეგახსენებთ, RPPI მოიცავს თბილისს და მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი საცხოვრებლების ბინებს, ისე კერძო სახლების სეგმენტს.

საქსტატის მონაცემებიდან ირკვევა, რომ ფასების ზრდა როგორც წინა კვარტალთან, ისე წლიურ ჭრილში ორივე – ბინებისა და კერძო სახლების სეგმენტში დაფიქსირდა. კერძოდ, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი ბინები 2.2%-ით გაძვირდა, კერძო სახლების ფასი კი 1.8%-ით გაიზარდა. 2024 წლის პირველ კვარტალთან შედარებით პირველ შემთხვევაში 10.9%-იანი, მეორე შემთხვევაში კი 13.5%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

2025 წლის I კვარტალში ახალაშენებული (დასრულებული) საცხოვრებლების სეგმენტში 1მ²-ის მედიანური ღირებულება, თბილისის უბნების მიხედვით: 

წყარო: საქსტატი