Transfermarkt-ზე გიორგი კვერნაძის ფასი €8 მილიონამდე გაიზარდა

Transfermarkt-ზე გიორგი კვერნაძის ფასი €8 მილიონამდე გაიზარდა

ფოტო: Marco Iacobucci Epp/Shutterstock

 

Transfermarkt-მა საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისა და იტალიის სერია A-ის კლუბ „ფროზინონეს“ გარემარბის, გიორგი კვერნაძის ღირებულება გააორმაგა. შედეგად, ქართველი ფეხბურთელის სატრანსფერო ფასი 8 მილიონ ევრომდე გაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად გიორგი კვერნაძე ფოთის „კოლხეთიდან“ „ფროზინონეში“ იჯარის წესით იყო განათხოვრებული. იტალიურ კლუბთან სატრანსფერო კონტრაქტის გაფორმებისას, 2024 წელს, გიორგის ფასი 800,000 ევროს შეადგენდა. მილიონიანი ნიშნული კი 2025 წლის ზაფხულში გადალახა, როდესაც კვერნაძის ღირებულებამ 1.5 მილიონ ევროს მიაღწია.

ამის შემდეგ, 2026 წლის პირველ ნახევარში „ფროზინონეს“ გარემარბის სატრანსფერო ფასი ჯერ 3.5 მილიონ ევრომდე, შემდეგ კი 4 მილიონ ევრომდე გაიზარდა. სულ რაღაც ოთხ თვეში 23 წლის ქართველი ფეხბურთელის ღირებულებამ 4 მილიონი ევროთი მოიმატა და, როგორც აღვნიშნეთ, ამჟამად 8 მილიონ ევროს უტოლდება.

გიორგი კვერნაძის სატრანსფერო ფასის მკვეთრი ზრდა მიმდინარე სეზონში „ფროზინონეს“ მაისურით ქართველის მიერ წარმატებით ჩატარებულ მატჩებს უკავშირდება. კერძოდ, სერია A-ში გამართულ ხუთ შეხვედრაში გიორგის ანგარიშზე სამი გოლი და ერთი საგოლე გადაცემაა. გარდა ამისა, კვერნაძემ იტალიის თასზე გამართულ ერთ შეხვედრაში ორი გოლის გატანა და ერთი საგოლე გადაცემის გაკეთებაც შეძლო. შესაბამისად, მიმდინარე სეზონში, ექვს შეხვედრაში, მის ანგარიშზე უკვე ხუთი გოლი და ორი საგოლე გადაცემაა.

Forbes Georgia, ვებრედაქტორი