30 UNDER 30 • ვინ შეაფასებს ახალგაზრდა ლიდერების აპლიკაციებს?

30 UNDER 30 • ვინ შეაფასებს ახალგაზრდა ლიდერების აპლიკაციებს?

Forbes Georgia პროექტ 30 UNDER 30-ის ფარგლებში საქართველოში 30 წლამდე ასაკის ლიდერებს უკვე მეხუთედ არჩევს. რჩეულთა სიაში ახალგაზრდები თავიანთი მიღწევების, რეპუტაციის, ლიდერობის უნარებისა და საკუთარ დარგში წარმატების პოტენციალის საფუძველზე ხვდებიან.

30 UNDER 30-ის ორგანიზატორები პროექტში შემოსული აპლიკაციების განხილვისა და შეფასების პროცესს დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან. ამაზე მეტყველებს ისიც, რომ თითოეულ კატეგორიაში განაცხადებს სფეროს პროფესიონალები აფასებენ. მათი დახმარებით, პროექტის ორგანიზატორები 30 წლამდე ასაკის გამორჩეული ლიდერების სიას ადგენენ – ახალგაზრდების, რომლებიც თავიანთი ძალისხმევით, ენთუზიაზმითა და ნოვატორობით ქვეყნის მომავალს ქმნიან.

წელს მედიისა და მარკეტინგის კატეგორიის აპლიკაციებს შეაფასებენ:

  • ლინდა პერეირა – Grupo L&I Communicacaios-ის მთავარი პარტნიორი და აღმასრულებელი დირექტორი.
  • ნინო ეგაძე – მარკეტინგის და სტრატეგიული კომუნიკაციების სპეციალისტი, დიზაინ ინსტიტუტის დამფუძნებელი;
  • მარინა ვაშაყმაძე – „ევრონიუს ჯორჯიას“-ს ევროპული საბჭოს წევრი;
  • თინა სტამბოლიშვილი – ჯიპიაი ჰოლდინგის კომუნიკაციების დირექტორი;
  • ოსმან თურანი – თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის, „გურთიადის“ თავმჯდომარე;

კულტურისა და სტილის კატეგორია:

  • ლევან სონღულაშვილი – ხელოვანი;
  • თეონა ჯორბენაძე – სცენარისტი, კონცეპტArt-ის დამფუძნებელი;
  • ქეთი ჩხიკვაძე – დიზაინერი;
  • ტატო ახალკაციშვილი – მხატვარი;
  • ირინა პოპიაშვილი – თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის სკოლის დამფუძნებელი და დეკანი.

ტექნოლოგიების კატეგორია:

  • ქეით ბუნინა – ვენჩერული არქიტექტი, მოდუს კაპიტალი;
  • გივი სართანია – EPAM საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი;
  • ავთანდილ კასრაძე – საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) თავმჯდომარე.
  • რუსკა ქურდოვანიძე – SPACE International-ის ტრაიბ ლიდი;

მეცნიერების კატეგორია

  • სოსო ბერიკაშვილი – კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის დეკანი;
  • რატი ღოლიჯაშვილი – ბიოქიმფარმის გენერალური დირექტორი;
  • სანდრო თარხანმოურავი – ოპტიმიზაციისა და ინოვაციის ჯგუფის დირექტორი საქართველოს უნივერსიტეტში, ფრანკლინის კლუბის დამფუძნებელი და განვითარების დირექტორი;
  • ნინო ენუქიძე – ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) პროფესორი, დოქტორი და რექტორი;
  • ნანა დიხამინჯია – ციფრული ტრანსფორმაციის დირექტორი ალტე უნივერსიტეტში.

ანტრეპრენიორებისა და მეწარმეების კატეგორია:

  • მიხეილ ხიდურელი – „აწარმოე საქართველოში“, დირექტორი;
  • ნენსი ჯი ალენი – ფლორიდის ქალთა ბიზნეს საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი;
  • კრეიგ კრამერი – GULF GEORGIA-ს გენერალური დირექტორი;
  • ვანო ნაკაიძე – PETROCAS ENERGY GROUP-ის დამფუძნებელი;
  • ზაზა ფაჩულია – ანტრეპრენიორი, ინვესტორი, ზაზა ფაჩულიას საკალათბურთო აკადემიის დამფუძნებელი, Golden State Warriors (NBA)-ში ბიზნესისა და კალათბურთის დამაკავშირებელი.

დაბოლოს, პროექტის ახალ, ფინანსების კატეგორიაში შემოსულ აპლიკაციებს შეაფასებენ:

  • ოთარ შარიქაძე – გალტ & თაგარტის მმართველი დირექტორი;
  • ნიკა ქურდიანი – თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე;
  • ალექსანდრე ძნელაძე – საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი.

პროექტში მოსახვედრად მარტივი სააპლიკაციო ფორმის შევსება, სარეკომენდაციო წერილისა და დაბადების თარიღის დამამტკიცებელი საბუთის: პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათის წარდგენაა საჭირო. შეგახსენებთ, 30 UNDER 30-ის კონკურსში აპლიკაციების მიღება 15 აპრილამდე გაგრძელდება. აპლიკაციის შევსების შემდეგ კანდიდატები დასტურს ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებენ.

მონაცემების შეფასების შემდეგ Forbes Georgia-ს სარედაქციო ჯგუფის მიერ თითოეული დარგისთვის 10 ფინალისტი შეირჩევა. საბოლოოდ კი, დამოუკიდებელი ჟიური თითოეულ კატეგორიაში 5 გამარჯვებულს გამოავლენს.

 

  • პროექტის მთავარი პარტნიორითიბისი
  • პროექტის პარტნიორი – „გალფი
  • პროექტის ორგანიზატორი – „კონსიერჟ თბილისი

პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *