წლის პირველ ნახევარში საბიუჯეტო ორგანიზაციებმა პრემიებზე 2.9 მლნ ლარი, ხოლო დანამატებზე 106.4 მლნ ლარი დახარჯეს. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მხარჯავმა ორგანიზაციებმა დანამატებზე 13 მილიონი ლარით მეტი დახარჯეს. ზრდა 13.9%–ია.
ბიუჯეტის მონიტორის მიხედვით, დანამატების ხარჯი სახელმწიფო სტრუქტურებში გაცემული მთლიანი თანამდებობრივი სარგოს 15%–ს შეადგენს, თუმცა ეს მოცულობა სხვადასხვა უწყებებში განსხვავდება. სამი საჯარო უწყების შემთხვევაში კი დანამატებზე თანამდებობრივი სარგოს 20–50% იხარჯება.
კერძოდ, აღნიშნული 3 უწყებაა: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, სადაც საანგარიშო პერიოდში დანამატებზე 320 000 ლარი, ანუ თანამდებობრივი სარგოს 24.4% დაიხარჯა. 5 მლნ ლარი დახარჯა დანამატებზე საერთო სასამართლოებმა, რაც მათი შრომის ანაზღაურების 22.3%–ს შეადგენს. თავდაცვის სამინისტრომ კი სახელფასო დანამატებზე 39.2 მლნ ლარი დახარჯა, რაც მთლიანი ანაზღაურების 22%–ია.
- 8.1 მლნ ლარი მიმართა დანამატებზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, რაც მათი შრომის ანაზღაურების 19.8%–ს შეადგენს.
- 40.2 მლნ ლარი შსს–მ – შრომის ანაზღაურებაში დანამატის წილი 17.6%–ია.
- ჯანდაცვის სამინისტროს დანამატის ხარჯი 1.8 მლნ ლარია; მათი შრომის ანაზღაურების 11.5%.
- ფინანსთა სამინისტრომ დანამატებზე 6 თვეში 1,256,480 ლარი დახარჯა. წილი მთლიან შრომის ანაზღაურებაში 4.6%–ია.
- იუსტიციის სამინისტროს დანამატის ხარჯი 748,837 ლარია. წილი მთლიან შრომის ანაზღაურების ხარჯში კი 2.14%–ია.