600 000-მდე პირს ჯამში 1.5 მილიარდი ლარის დავალიანება ჩამოეწერება, რომელიც მათ სხვადასხვა საბანკო და არასაბანკო საფინანსო კომპანიებში აქვთ დაგროვილი.
მთავრობის ეს ინიციატივა 15 დეკემბრიდან დაიწყება და 31 დეკემბრამდე ნახევარ მილიონზე მეტ ადამიანს “ვალი გაუნულდება”. როგორც ცნობილია, თანხას ფონდი “ქართუ” დაფარავს, თუმცა რა სქემით და როგორ მოხდება თანხების ჩამოწერა კონკრეტული გეგმა ცნობილი არაა. ცნობილია ის, რომ ინიციატივა იმ ე.წ. “გაფუჭებულ სესხებს” შეეხება, რომელთა ძირი თანხა 2000 ლარს არ აღემატება.
“ფორბსი” დაინტერესდა, თუ რომელ ბანკს აქვს ყველაზე მეტი “უმოქმედო სესხი” და რა წილი უკავიათ მათ მთლიან სესხებში.
ეროვნული ბანკის ბოლო მონაცემებით, სექტემბერში ვადაგადაცილებული სესხები (90 და მეტი დღით გადაცილებული სესხები) 6.7 მლნ ლარით შემცირდა და 397.6 მლნ ლარს გაუტოლდა. მათი წილი კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელში 1.6 პროცენტი იყო. ვადაგადაცილებული სესხების 51.9 პროცენტი კი ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული.
მთლიან სესხებში უმოქმედო სესხების წილი (2018 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით) ყველაზე დიდი ბანკი ქართუს შემთხვევაშია, ყველაზე მცირე მოცულობით მსგავსი სესხები კი პაშა ბანკს აქვს.
საქართველოს ბანკი
მთლიანი სესხები: 8 264 305 141 ლარი
უმოქმედო სესხების წილი მთლიან სესხებში – 4.9%
თიბისი ბანკი
მთლიანი სესხები: 9 589 559 277 ლარი
უმოქმედო სესხების წილი მთლიან სესხებში – 3.79%
ქართუ ბანკი
მთლიანი სესხები: 815 151 230 ლარი
უმოქმედო სესხების წილი მთლიან სესხებში – 35.2%
ბაზისბანკი
მთლიანი სესხები: 881 716 240 ლარი
უმოქმედო სესხების წილი მთლიან სესხებში – 4.36%
ლიბერთი ბანკი
მთლიანი სესხები: 1 107 685 745 ლარი
უმოქმედო სესხების წილი მთლიან სესხებში – 10.7%
პროკრედიტ ბანკი
მთლიანი სესხები: 1 009 704 809 ლარი
უმოქმედო სესხების წილი მთლიან სესხებში – 3%
ვითიბი ბანკი
მთლიანი სესხები: 1 081 357 939 ლარი
უმოქმედო სესხების წილი მთლიან სესხებში – 5.47%
სილქროუდ ბანკი
მთლიანი სესხები: 17 699 457 ლარი
უმოქმედო სესხების წილი მთლიან სესხებში – 16.95%
კრედო ბანკი
მთლიანი სესხები: 644 492 861 ლარი
უმოქმედო სესხების წილი მთლიან სესხებში – 1.39%
ფინკა ბანკი
მთლიანი სესხები: 228 788 932 ლარი
უმოქმედო სესხების წილი მთლიან სესხებში – 4.01%
ხალიკ ბანკი
მთლიანი სესხები: 355 226 554 ლარი
უმოქმედო სესხების წილი მთლიან სესხებში – 5.81%
იშ ბანკი საქართველო
მთლიანი სესხები: 142 194 417 ლარი
უმოქმედო სესხების წილი მთლიან სესხებში – 3.52%
ტერაბანკი
მთლიანი სესხები: 662 113 964 ლარი
უმოქმედო სესხების წილი მთლიან სესხებში – 8.36%
პაშა ბანკი
მთლიანი სესხები: 149 992 883 ლარი
უმოქმედო სესხების წილი მთლიან სესხებში – 0.04%
ზირაათ ბანკი
მთლიანი სესხები: 22 873 568 ლარი
უმოქმედო სესხების წილი მთლიან სესხებში – 3.87%