ტურისტული მარშრუტების გლობალური საბაზრო სივრცე ბილიკი, მისი დაარსებიდან პირველად, ოფიციალურად გავიდა საერთაშორისო ბაზარზე. საწყის ეტაპზე, აპლიკაციაში ბალტიისპირეთის სამივე ქვეყნის – ლიეტუვას, ლატვიისა და ესტონეთის სათავგადასავლო ტურები განთავსდება.
Ბალტიისპირეთის მხრიდან Ბილიკის პარტნიორი ტურისტული ორგანიზაცია Baltic Trails-ი გახდა, რომლის ქოლგის ქვეშ გაერთიანებულია 15 ადგილობრივი ორგანიზაცია და კომპანია. Baltic Trails-სთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე ბილიკში განთავსდება 3560 კმ სიგრძის 176 ციფრული მარკირებული ტური. თითოეული მათგანი დაყოფილია სირთულის მიხედვით, მოიცავს როგორც მარტივ, ასევე საშუალო და რთულ სალაშქრო-სათავგადასავლო მიმართულებებს, რომლებიც გამდიდრებულია დეტალური ტექსტური ინფორმაციით, ფოტო მასალით, რჩევებითა და რეკომენდაციებით.
პარტნიორობა მიზნად ისახავს ოთხი ქვეყნის ტურისტული რესურსებისა და მარშრუტების პოპულარიზაციას, ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობის გაღრმავებას ტურისტული მიმართულებით და მეტი საერთაშორისო ტურისტის მოზიდვას ბალტიის პირეთსა და საქართველოში.
Baltic Trails არის ევროკავშირის ფარგლებში არსებული “ევროკავშირის მოლაშქრეთა ასოციაციის” მიერ მხარდაჭერილი ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს მოცემულ რეგიონში მდგრადი ტურიზმის განვითარებას, ტურისტული პოტენციალის გაზრდას და ველური ბუნების პოპულარიზაციას.