პრესტიჟულმა სპორტულმა გამოცემა Goal.com-მა 2023 წლის „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტთა განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა. „ნაპოლის“ ქართველი შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია ჩამონათვალში მე-13 ადგილს იკავებს და ისეთ ფეხბურთელებს უსწრებს როგორებიც არიან მარკუს რეშფორდი „მანჩესტერ იუნაიტედიდან“, ჯუდ ბელინგემი მადრიდის „რეალიდან“, ბუკაიო საკა „არსენალიდან“, ჯეკ გრილიში „მანჩესტერ სიტიდან“ და სხვები.
აღსანიშნავია, რომ ქართველმა Goal.com-ის რეიტინგში საუკეთესო პოზიცია, მე-6 ადგილი, მარტის თვეში დაიკავა და ტოპ-ათეულში არაერთხელ მოხვდა. კვარაცხელიას 2022-2023 წლების სეზონში საკლუბო და სანაკრებო ტურნირებზე მთლიანობაში 16 გოლი და 17 საგოლე გადაცემა აქვს მოგროვებული. ხვიჩამ „ნაპოლისთან“ ერთად იტალიის სერია A მოიგო და სეზონის საუკეთესო მოთამაშე გახდა.
2023 წლის „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტთა განახლებული რეიტინგი, რომელიც Goal.com-მა შეადგინა, ასე გამოიყურება:
- ლიონელ მესი (ინტერ მაიამი)
- ერლინგ ჰაალანდი (მანჩესტერ სიტი)
- კილიან მბაპე (პსჟ)
- ვინისიუს ჯუნიორი (მადრიდის რეალი)
- კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი)
- როდრი (მანჩესტერ სიტი)
- ილქაი გუნდოგანი (მანჩესტერ სიტი)
- ვიქტორ ოსიმენი (ნაპოლი)
- რობერტ ლევანდოვსკი (ბარსელონა)
- ხულიან ალვარესი (მანჩესტერ სიტი)
- ბერნარდო სილვა (მანჩესტერ სიტი)
- ქარიმ ბენზემა (ალ-იტიჰადი)
- ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი)
- მარკუს რეშფორდი (მანჩესტერ იუნაიტედი)
- ჯუდ ბელინგემი (მადრიდის რეალი)
- ლაუტარო მარტინესი (ინტერი)
- ბუკაიო საკა (არსენალი)
- ჯონ სტოუნსი (მანჩესტერ სიტი)
- ჯეკ გრილიში (მანჩესტერ სიტი)
- კაზემირო (მანჩესტერ იუნაიტედი)