OnlyFans-ის მფლობელი საიტიდან დღიურად $1.3 მილიონის დივიდენდს იღებს

OnlyFans-ის მფლობელი საიტიდან დღიურად $1.3 მილიონის დივიდენდს იღებს

პორნოგრაფიული კონტენტის საიტი OnlyFans-ის მფლობელმა გასულ წელს დივიდენდის სახით $338 მილიონი მიიღო. გაერთიანებულ სამეფოში დაფუძნებული კომპანიის შემოსავალი წლიურად 21%-ით გაიზარდა და $525 მილიონს (გადასახადების დაფარვამდე) მიაღწია.

კომპანიის ერთადერთი აქციონერი 41 წლის უკრაინულ-ამერიკული წარმოშობის ლეონის რადვინსკია. მხოლოდ გასულ წელს, ყოველ სამუშაო დღეზე, რადვინსკის მიერ დივიდენდის სახით მიღებულმა თანხამ $1.3 მილიონი შეადგინა. საერთო ჯამში, უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში, ზრდასრულთა საიტიდან, მფლობელმა $889 მილიონი მიიღო.

OnlyFans-ზე, ზრდასრულთათვის განკუთვნილი კონტენტის განთავსებიდან, მომხმარებელი შემოსავლის 80%-ს თავად იღებს, ხოლო დარჩენილი 20% საიტზე რჩება – ფარავს ბიზნესის მართვის ხარჯებს და რადვინსკისთვის სოლიდურ შემოსავალსაც უზრუნველყოფს.

2022 წლის ნოემბერში დასრულებული ფისკალური წლის მონაცემებით, OnlyFans-ზე მომხმარებლებმა, წინა წელთან შედარებით 16%-ით მეტი, $5.55 მილიარდი დახარჯეს – შემოსავლის ყველაზე დიდი წილი, 67% ამერიკის შეერთებულ შტატებზე მოდის, 18% გაერთიანებულ სამეფოზე, ხოლო 15%-იც ევროპის სხვა ქვეყნებზე. კრეატორების მიერ მიღებულმა თანხამ $4.5 მილიარდი შეადგინა. გარდა ამისა, 2021 წელთან შედარებით, 19%-ითაა გაზრდილი რადვინსკის დივიდენდიც.

2022 წლის ნოემბრის მდგომარეობით, OnlyFans-ზე 47%-ით მეტი, 3.18 მილიონი კრეატორი რეგისტრირდება. მომხმარებელთა რაოდენობა კი 27%-ითაა გაზრდილი და 238.8 მილიონს უტოლდება.