საქართველოს ბანკი რეგიონებში ბიზნესის განვითარებასა და ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ბანკისა და ჯგუფ „ბ&ნ ინვესტის“ პარტნიორობით, წყალტუბოში, განახლებული „პარტ რეზორტ წყალტუბო“ და ქართული რესტორანი „იმერული ესკიზები“ გაიხსნა. პროექტის ჯამური ინვესტიცია 5 მილიონი ლარია, ბანკის ინვესტიცია კი, რომელიც „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში გაიცა, 2 მილიონ ლარს შეადგენს. აღნიშნული პროექტის ფარგლებში სანატორიუმს 30 ახალი ოთახი დაემატა და ახალი ქართული რესტორანიც გაიხსნა. აღნიშნული კომპლექსის სრული მოწყობის პროექტი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინვესტიციაა რეგიონში.
„პარკ რეზორტ წყალტუბო“ ბალნეოლოგიური კურორტია, რომელიც მდებარეობს ქალაქის ცენტრალურ ნაწილში. კურორტი 60 ნომრიან სანატორიუმს, ორი განსხვავებული კონცეფციის რესტორანსა და სპა და გამაჯანსაღებელ ცენტრს მოიცავს. ბაღის ფართობი 73 ჰა. – ია და ის საბავშვო და რეკრეაციული ზონას, ველო-პარკინგსა და პატიოს აერთიანებს. სანატორიუმი 60 ადამიანს ასაქმებს, რომელთა უმრავლესობა ადგილობრივია. კომპანია მათ პროფესიულ გადამზადებას ადგილზე უზრუნველყოფს.
აღსანიშნავია, რომ ჯგუფმა „ბ&ნ ინვესტი“ საქართველოში ინვესტირება 20 წელზე მეტია დაიწყო და ეს არ არის პირველი პროექტი, რომელსაც ის რეგიონში ახორციელებს. კომპანიის მიერ მთლიანად რეგიონში, კომპლექსის მშენებლობა – რეაბილიტაციაზე ინვესტირებულია – 25 მილიონი ლარი. “ბ&ნ ინვესტი“ აერთიანებს “პარკ რეზორთ წყალტუბოს” და “სანატორიუმ იმერეთს” წყალტუბოში, აგურის ქარხანას „მეტეხის კერამიკას“ და მილების ქარხნებს- კასპის რაიონში, უსახელაურის ვენახებს ზუბსა და ოყურეშში „შპს შატო ლეჩხუმი“ და სხვა.
„საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი, რეგიონებში ახალი პროექტების განხორციელებას აქტიურად უჭერს მხარს. ტურიზმის განვითარება ერთ-ერთ პრიორიტეტული მიმართულებაა ჩვენთვის. სწორედ ამიტომ, ბანკი მრავალი წელია მხარში უდგას აღნიშნული სექტორის განვითარებას და ჩვენი მხარდაჭერით, არაერთი პროექტია განხორციელებული როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. აღსანიშნავია, რომ ჯგუფთან „ბ&ნ ინვესტი“ მრავალი წელია ვთანამშრომლობთ და მუდმივად ვხედავთ სწრაფვას, არ გაჩერდნენ და განვითარდნენ. ამჯერად, ჩვენი პარტნიორობის ფარგლებში კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი განხორციელდა – „ბ&ნ ინვესტმა“ განახლებული სანატორიუმი და ქართული რესტორანი გახსნა. ეს ერთ – ერთი ყველაზე დიდი ინვესტიციაა რეგიონში და მოხარულები ვართ რომ გვაქვს შესაძლებლობა, ხელი შევუწყოთ კომპანიის განვითარებასა და გაძლიერებას. მინდა წარმატებები ვუსურვო გუნდს, ჩვენ კი არ ვჩერდებით და აქტიურ რეჟიმში ვაგრძელებთ ბიზნესის წახალისებას, რადგან მიგვაჩნია, რომ ძლიერი კერძო სექტორი ქვეყნის განვითარების საწინდარია“- განაცხადა გიორგი წეროძემ, საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა.
“ჩვენმა ჯგუფმა წყალტუბოს რეგიონში 25 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა და გაჩერებას არ ვაპირებთ. გვაქვს კიდევ ბევრი გეგმა და პროექტი, რომლის განხორციელებასაც საქართველოს ბანკის და „აწარმოე საქართველოს“ მხარდაჭერით ვაპირებთ. მაგალითად, უახლოეს მომავალში იგეგმება კიდევ ერთი პროექტის განხორციელება – ღია აუზის და მასთან მდებარე რეკრეაციული ზონის დამატება და სასტუმროს მეორე ნახევრის რენოვაცია. ამით ჩვენ მაქსიმალურად მოვერგებით ჩვენი მომხმარებლის და ბაზრის მოთხოვნებს.“- აცხადებს „ბ&ნ ინვესტის“ დამფუძნებელი, დავით კაკაბაძე. S