ახალი ამბების სააგენტო Insider-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, Amazon.com-ი Microsoft-ის მომხმარებელი გახდება. არსებული ინფორმაციით, $1-მილიარდიანი შეთანხმების შემდეგ, Microsoft-ი Amazon-ს საკუთარ „365“ ქლაუდ-პროდუქტს მიაწვდის. როგორც ირკვევა, საუბარია მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში 1 მილიონი ლიცენზიის შეძენაზე.
გარიგების შესახებ კომენტარის გაკეთებისაგან მხარეები ჯერჯერობით თავს იკავებენ. სიახლის გავრცელების შემდეგ, Microsoft-ის აქციათა ფასი სავაჭრო დღის ბოლოს 1%-ით გაიზარდა.
Amazon-ი საკუთარი სისტემების განახლებას ნოემბრიდან დაიწყებს. შეგახსენებთ, ამჟამად კომპანია Microsoft-ის Office-პროდუქტებს იყენებს.