ევროპულმა კომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით დადებითი რეკომენდაცია გასცა. ურსულა ფონ დერ ლაიენის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ევროკომისრები ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას გარკვეული პირობების სანაცვლოდ აძლევენ.
ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ევროპული საბჭოს სხდომაზე 15 დეკემბერს იქნება მიღებული.
ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკომისია უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას მწვანე შუქს უნთებს.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ოფიციალურად მიანიჭა, საქართველომ კი ევროპული პერსპექტივის სტატუსი მიიღო, რომელიც 12-პუნქტიანი წინაპირობის შესრულების შემთხვევაში კანდიდატის სტატუსის მიღებას გულისხმობდა.