ყველაზე მაღალი ღირებულების მქონე სტარტაპები

ყველაზე მაღალი ღირებულების მქონე სტარტაპები

CB Insights-ი ყველაზე ძვირად ღირებული სტარტაპების რეიტინგს აქვეყნებს. ანალიტიკური კომპანიის მონაცემებით, მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული სტარტაპი ჩინური ByteDance-ი გახლავთ. სოციალური პლატფორმა TikTok-ის მფლობელი ByteDance-ის ღირებულება $225 მილიარდს შეადგენს. TikTok-ის გარდა, ჩინური სტარტაპი პლატფორმა Toutiao-საც ფლობს, რომელიც მანქანური სწავლების მექანიზმს იყენებს.

მეორე ყველაზე ძვირად ღირებული სტარტაპის სტატუსი ამერიკელი მილიარდერის, ილონ მასკის კოსმოსურმა კომპანია SpaceX-მა დაიმსახურა. SpaceX-ის ღირებულება, CB Insights-ის მონაცემებით, 150 მილიარდ დოლარს შეადგენს. მესამე პოზიციაზე კი კვლავ ჩინური ტანსაცმლის საცალო სავაჭრო კომპანია Shein-ი იმყოფება, რომელიც $66 მილიარდადაა შეფასებული.

ყველაზე ძვირად ღირებული სტარტაპების ხუთეულის ბოლო ორ პოზიციას ამერიკული კომპანიები იკავებენ. მე-4 პოზიციაზე $50-მილიარდიანი შეფასებით ფინტექ-კომპანია Stripe-ი გვხვდება, მე-5 პოზიციაზე კი $43 მილიარდად შეფასებული პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია Databricks-ი იმყოფება.

8 ყველაზე ძვირად ღირებული სტარტაპის სიაში ერთადერთი არაამერიკული და არაჩინური კომპანია ბრიტანული Revolut-ი გახლავთ. ფინტექ და ნეობანკ-კომპანია Revolut-ი $33-მილიარდიანი შეფასებით მე-6 პოზიციას იკავებს. მე-7 პოზიციაზე გართობის ინდუსტრიის კიდევ ერთი მსხვილი წარმომადგენელი, თამაშების ამერიკული მწარმოებელი Epic Games-ია წარმოდგენილი.  ის $31.5 მილიარდადაა შეფასებული. CB Insights-ის მიერ შედგენილ რეიტინგს კი მე-8 ადგილით ამერიკული ტანსაცმლის საცალო სავაჭრო კომპანია Fanatics-ი ხურავს, რომლის ღირებულებაც $31 მილიარდია.

CB Insights-ის ინფორმაციით, 2023 წლის ოქტომბრის მონაცემებით, მსოფლიოში 1,200-მდე უნიქორნ (კომპანია, რომლის ღირებულებაც $1 მილიარდს აჭარბებს) სტარტაპი არსებობდა.

რეიტინგისტარტაპიქვეყანაღირებულება
1ByteDanceჩინეთი$225.0 მილიარდი
2SpaceXაშშ$150.0 მილიარდი
3Sheinჩინეთი$66.0 მილიარდი
4Stripeაშშ$50.0 მილიარდი
5Databricksაშშ$43.0 მილიარდი
6Revolutდიდი ბრიტანეთი$33.0 მილიარდი
7Epic Gamesაშშ$31.5 მილიარდი
8Fanaticsაშშ$31.0 მილიარდი