თანამედროვე სამყაროში მომხმარებელი ცდილობს, მიიღოს ისეთი სერვისი თუ გამოცდილება, რომელიც მას დროის დაზოგვაში დაეხმარება. სიჩქარე და დროის ნაკლებობა ის მთავარი კომპონენტებია, რომლებიც ხშირად გვიბიძგებს, უარი ვთქვათ საკუთარ სურვილებზე.
სწორედ ამიტომ, SOLO მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას, სურვილები რეალობად აქციონ. ამისათვის კი შეიქმნა პირადი კონსიერჟის სერვისი, რომელიც ეხმარება მათ, ყოველდღიური ამოცანების გამარტივებასა და გეგმის შესრულებაში.
SOLO-ს გუნდის წევრია ლიკა სონგულია, რომელიც პირადი კონსიერჟის პოზიციას იკავებს. მიღებული გამოცდილების შესახებ ის თავად გვესაუბრება.
რას ნიშნავს, იყო პირადი კონსიერჟი?
ჩემთვის პირადი კონსიერჟი ნიშნავს, იყო მომხმარებლისთვის სანდო, ერთგული და პროფესიონალი მეგობარი, რომელიც ცდილობს დაეხმაროს მას ცხოვრების გამარტივებაში და ხელი შეუწყოს, რომ სასიამოვნო გახადოს საკუთარი ყოველდღიურობა. შესაბამისად, კონსიერჟის პოზიცია გულისხმობს ინდივიდუალური მოთხოვნების დამუშავებას და შესაბამის მხარდაჭერას ფართო სპექტრში.
ჩემი როგორც პირადი კონსიერჟის მიზანია, გავიგო ჩემი მომხმარებლების საჭიროებები და ვიზრუნო მათი გადაჭრის და ორგანიზების გზებზე.
რა არის კონსიერჟის გუნდის უკან მდგარი იდეა და რა ღირებულებას ეფუძნება ის?
ამ სერვისით გვსურს, რომ მომხმარებლებს შევუქმნათ ბანკთან ურთიერთობის საუკეთესო გამოცდილება. შესაბამისად, გუნდის მთავარი იდეა არის, რომ მომხმარებლებს დავეხმაროთ დროის დაზოგვაში, შევთავაზოთ მათ ინდივიდუალურ მოთხოვნებზე მორგებული ყოვლისმომცველი მხარდაჭერა და ვიყოთ მათი სანდო პარტნიორი არასაბანკო კუთხით. ჩვენი ყურადღება გამახვილებულია მათთვის განსაკუთრებული გამოცდილებებისა და სხვადასხვა ექსკლუზიური უპირატესობების მიღებაზე.
რატომ არის მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანი კონსიერჟის სერვისი?
მოგეხსენებათ, მოგზაურობის დაგეგმვა, ღონისძიებების ორგანიზება, სხვადასხვა ინფორმაციის მოძებნა უცხო ქვეყანაში და სხვა ნებისმიერი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, ძალიან დიდ დროს და რესურსს მოითხოვს. ჩვენი სერვისი კი მომხმარებლებს სთავაზობს ამ პროცესების გვერდით ავლას. შედეგად, მის ნაცვლად ამ ეტაპებს მისი სანდო პარტნიორი, მისი პერსონალური კონსიერჟი აორგანიზებს. ყველაფერს ამარტივებს ის, რომ ყველა პროცესი სრულდება გამოცდილებებზე დაყრდნობით, რაც ნიშნავს იმას, რომ სანდოობა არის უმაღლეს დონეზე.
როგორ ზომავთ მომხმარებლის კმაყოფილებას?
არაერთი კვლევის, გამოკითხვის შედეგად ვრწმუნდებით, რომ ჩვენი სერვისი ბაზარზე ლიდერია. მომხმარებლის უკუკავშირი ჩვენი სერვისის შესახებ იმდენად პოზიტიურია, რომ ყოველდღიურად ვივსებით დადებითი ემოციებით.
ხშირ შემთხვევაში იმდენად მნიშვნელოვანი დღეების ორგანიზებას გვანდობენ, რომ ესეც გვარწმუნებს, თუ რამხელა როლი გვაქვს მათ ცხოვრებაში, მაგალითად: მათი ქორწილი, დაბადების დღე, ნათლობა, ქორწინების საიუბილეო ღონისძიების დაგეგმვა თუ საჩუქრის შერჩევა. ეს ჩვენთვის დიდი პასუხისმგებლობაა, რომლის უმაღლეს დონეზე შესრულების მოტივაციას მათი დადებითი და კმაყოფილებით სავსე უკუკავშირი გვაძლევს.
როგორ ახდენთ სერვისის გაუმჯობესებას?
ჩვენ უწყვეტად განვითარების რეჟიმში ვართ. მუდმივად გვაინტერესებს მომხმარებლის უკუკავშირი, რას შეცვლიდნენ, რას ისურვებდნენ და შემდეგ მიღებულ ინფორმაციას ვამუშავებთ, ვაუმჯობესებთ სერვისებს, ასევე ვცდილობთ დიდი სანდო კომპანიები დავიპარტნიოროთ, რაც გულისხმობს იმას, რომ მომხმარებელს ვთავაზობთ გარანტირებულად კარგ სერვისს. ხოლო, როცა მივაგნებთ კონკრეტულ გადაჭრის გზებს აქ არ სრულდება სამუშაო პროცესი, მუდმივად ჩავდივართ სიღრმეებში და ვიკვლევთ თუ როგორ შეიძლება უკეთ დავაორგანიზოთ ესა თუ ის საკითხი.
ყველაზე დასამახსოვრებელი ქეისი, რომელიც თქვენთვის მნიშვნელოვანი იყო და რატომ არის ის გამორჩეული?
ძალიან მიჭირს ერთი კონკრეტული დასახელება, რადგან ჩვენი სერვისი ძალიან მრავალფეროვანია, რამდენ მომხმარებელთანაც მქონია ურთიერთობა იმდენი განსხვავებული და გამორჩეული ქეისი მახსენდება.
თუმცა გამოვარჩევ რამდენიმეს, წელს საფრანგეთში ჩატარდა მსოფლიო რაგბის ჩემპიონატი, სადაც ბილეთების შეძენა საკმაოდ რთული აღმოჩნდა, ჩვენს მომხმარებელს ძალიან სურდა საქართველოს მატჩზე დასწრება ამიტომ, ბევრი ძებნისა და შრომის შედეგად მოვახერხეთ ოფიციალური ვებ-გვერდიდან ბილეთების შესყიდვა.
დაბადების დღის ორგანიზება – ასეთი მნიშვნელოვანი დღესასწაულის ორგანიზებისთვის შენ რომ მოგმართავენ ხვდები, რომ დიდი როლი გაქვს მათ ყოველდღიურობაში. მსგავსი ქეისები კი ჩვენს დეპარტამენტში საკმაოდ ხშირია. ზოგადად ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა დაგეგმვის პროცესი, თუმცა უფრო მეტად სასიამოვნო ხდება მაშინ როცა, შენი გაწეული შრომის შედეგად, მომხმარებელი ყოველ ჯერზე გიბრუნდება დადებითი ემოციებით.
რა არის თქვენი მოტივაცია, იყო კონსიერჟი?
პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ ეს სამსახური არ არის რუტინული, რაც ყველაზე მეტ მოტივაციას მაძლევს არ გავჩერდე. აქ არ ხარ მუდმივად, მხოლოდ ერთ საკითხზე ორიენტირებული, ყოველი დღე არის ძალიან მრავალფეროვანი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მაძლევს საშუალებას განვვითარდე მრავალი მიმართულებით.
ასევე უდიდეს მოტივაციას მაძლევს მომხმარებლების „ოცნებების“ რეალობად ქცევაში მონაწილეობის მიღება და მათი კმაყოფილება. S