ბიზნესტურიზმის ინდუსტრიაში, ქართული ბაზრისთვის უნიკალური და ექსკლუზიური პროდუქტი – „პეტრას განძი“ გამოჩნდა. კომპანიებისთვის შექმნილი თიმბილდინგაქტივობა – ქართული ისტორიით, ქართული პერსონაჟებით, პეტრას ისტორიული არქეოლოგიურ-არქიტექტურული კომპლექსითა და საქართველოს მდიდარი არქეოლოგიური პოტენციალით.
თუმცა ეს ყველაფერი არ არის. თიმბილდინგების ისტორიაში პირველად, მოთამაშეები რეალური კვლევის მონაწილეები გახდებიან და იმიტირებულ არქეოლოგიურ გათხრებში ჩაერთვებიან. მე-20 საუკუნის დასაწყისში, შავი არქეოლოგიით ბათუმიდან პეტერბურგში გატანილი განძის ისტორიის გამოსაკვლევად კი პეტრას ისტორიულ არქეოლოგიურ-არქიტექტურულ კომპლექსს ცნობილი არქეოლოგი – დოქტორი ჯონსი ეწვევა.
„პეტრას განძი“, რომელიც ფრანგული „ფორტ-ბოიარდისა“ და ამერიკული „ინდიანა ჯონსის“ ერთგვარი მიქსია, 2004 წელს დაარსებულ ტურისტულ კომპანია „კალიფსო თრეველს“ ეკუთვნის. პროექტზე კომპანია 8 თვის განმავლობაში, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან ერთად მუშაობდა. მოთამაშეები დროში იმოგზაურებენ, ინტერაქცია ექნებათ ავთენტურ გმირებთან და საერთო ჯამში 24 დაბრკოლებას – 10 ინტელექტუალური, 14 აქტიური – გადალახავენ. ხოლო შესვენებაზე, დაუვიწყარი ლაზური პიკნიკი – „ზღვის საჩუქარი“ – ელით.
ყოველი დაბრკოლება უნიკალურია თავისი შინაარსითა და ვიზუალით: ალქიმიკოსის ლაბორატორიიდან და ქვეწარმავლებით სავსე ოთახიდან დაწყებული, ევერესტის დაპყრობით დასრულებული. საბოლოოდ „პეტრას რჩეულები“, სამაგიდო თამაშსა და გრანდიოზულ გალა-მიღებაზე მიიღებენ მონაწილეობას, რომელსაც მედიის წარმომადგენლებიც დაესწრებიან. სამაგიდო თამაშის პრინციპით რჩეულთა რჩეული გამოვლინდება და მას ოქროს ფარი გადაეცემა.
თამაშის მიმდინარეობისას ტერიტორიაზე მუშაობს ფროდაქშენ ჯგუფი, რათა მოთამაშეებს, წარუშლელ ემოციურ გამოცდილებასთან ერთად, ამ დაუვიწყარი მოგზაურობის სამახსოვრო ვიდეორგოლებიც დაგრჩეთ.
დამატებითი სერვისის სახით კომპანიები პირველად ქართული საქმიანი ინდუსტრიისთვის შექმნილი ონლაინ პლატფორმით შეძლებენ სარგებლობას. სოფტზე განთავსებულ თავსატეხებზე წვდომა თქვენს თანამშრომლებს უნიკალური კოდის საშუალებით ექნებათ. ლიდერ ბორდის მეშვეობით გამოვლინდება ის მონაწილეები რომელიც უშუალოდ პეტრას თავგადასავალში ჩაერთვებიან.
თამაშს, სასიამოვნო ემოციების გარდა, კომპანიებისა და თანამშრომლებისთვის მრავალი დადებითი შედეგის მოტანა შეუძლია: ქმნის ერთიანობისა და ინკლუზიურობის განცდას, ასევე აყალიბებს ჯანსაღ კონკურენციას, ზრდის გუნდის პროდუქტიულობას, აძლიერებს პრობლემების გადაჭრის უნარს, ამაღლებს თანამშრომლების თვითშეფასებასა და მოტივაციას.
„ჩვენი პროდუქტი ჯერჯერობით ადგილობრივი ბაზრისთვის, ქართული კომპანიებისთვის შექმნილი კორპორაციული თიმბილდინგია, რომელსაც უდიდესი პოტენციალი აქვს, რეგიონულ და საერთაშორისო არენაზე გავიდეს და როგორც ქართული ბრენდი ცნობადი გახდეს MICE-ტურიზმის საერთაშორისო ბაზარზეც”, – აღნიშნავენ კომპანიაში.
ტურისტული კომპანია „კალიფსო თრეველი“ შემოყვანით კორპორაციულ ტურიზმზე და ივენთ ინდუსტრიაზე პრემიული მომსახურების გაწევაზეა ფოკუსირებული. კომპანია ერთადერთია საქართველოს MICE (Meetings, Incentives, Conferences, Exhibitions) ტურიზმში, რომელმაც 2011 წელს 3D Mapping-ის ტექნოლოგიით, თიმბილდინგის – “ძალა ერთობაშია” ფარგლებში, მტკვარზე 84-მეტრიანი ხიდის კონსტრუქცია ააგო. „კალიფსო თრეველს“ ეკუთვნის „ფორტ-ბოიარდზე“ დაფუძნებული ქართულ ელემენტებზე ადაპტირებული გუნდური სათავგადასავლო თამაში – ‘“ციხესიმაგრის ოქროც“.
2017 წელს, „კალიფსო თრეველმა“ „International MICE Geography Show”-ს ტენდერი მოიგო, ნომინაციაში „თიმბილდინგის საუკეთესო ვიდეოკონცეფცია“, ხოლო 2018 წელს, ნაციონალური პრემიის Welcome to Georgia-ს ფარგლებში, „საუკეთესო MICE-ტურიზმის“ ნომინაციაში მოიპოვა გამარჯვება. S