თიბისიმ ბიზნესის მხარდაჭერის პროექტში ბიზნესდაჯილდოება 2023-ის ფინალისტი კომპანიები გამოავლინა. ფინალისტები 5 ნომინაციაში 400-ზე მეტი კომპანიიდან შეირჩა, რომლებიც წლევანდელ დაჯილდოებაში მონაწილეობდნენ.
ბიზნესდაჯილდოება თიბისის ბიზნესის მხარდაჭერის პროექტია, რომელიც უკვე მეშვიდედ იმართება და მასში მონაწილეობა 3000-ზე მეტმა კომპანიამ მიიღო.
გაიცანით ბიზნესდაჯილდოება 2023-ის ფინალისტები, რომელთა შორისაც გამარჯვებულებს ჟიური მომავალი წლის თებერვალში გამოავლენს:
საუკეთესო პროდუქტის შექმნისთვის
- სტოქტონი
- ცვალებადი ნიშნები
- HIGHWAY VFX
გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის
- ტენე
- ბაბალე
- პეტიტ ბაზარი
საუკეთესო ინოვაციური სტარტაპისთვის
- Signify
- KLIPY
- ge
გამორჩეული როლისთვის რეგიონის განვითარებაში
- ჰერბია
- ალტიჰათი
- სვანიძის ზეთისხილი
გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილების შექმნისთვის
- ციმ.ციმ
- ენთები
- აუკი