Youtube-მა ხუთშაბათს მნიშვნელოვანი მიღწევა გაასაჯაროვა – Google-ის მფლობელობაში არსებული კომპანიის ფასიანი სერვისების გამომწერთა რაოდენობამ 100 მილიონს მიაღწია.
მართალია, გამომწერთა რაოდენობა Youtube-ის მომხმარებელთა საერთო ბაზასთან, 2.5 მილიარდთან შედარებით მცირეა, მაგრამ როგორც კომპანიის CEO ნილ მოანი ამბობს, ამ ბიზნესის განვითარება ახალი სარეკლამო გეგმის ნაწილია.
აღსანიშნავია, რომ კომპანიამ ფასიანი სერვისები მომხმარებელს 9 წლის წინ შესთავაზა და ცალ-ცალკე დაიყო Youtube Red-ი, YouTube Premium-ი და YouTube Music Premium-ი.
Youtube Music-ი 10.99 დოლარი ღირს თვეში, ხოლო Youtube Premium-ი 13.99 დოლარი.
ეს მაჩვენებელი ჩამორჩება Netflix-ისა (260.8 მილიონი) და Spotify-ის (226 მილიონი) გამომწერთა რაოდენობას, თუმცა, შეიძლება ითქვას, Youtube-ი, სერვისების მრავალფეროვნების გამო, მათ არც უნდა შევადაროთ. თანაც კომპანია შემოსავლის უდიდეს ნაწილს რეკლამებით იღებს.