ბიზნესის ზრდისთვის ეფექტური რეკლამის შექმნა და პოტენციურ მომხმარებელთა განსაზღვრა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. ამ პროცესების დაგეგმვისა და განხორციელების მხრივ, Google Ads გლობალურად ლიდერი სარეკლამო პლატფორმაა, რომელიც ბიზნესებს ხილვადობისა და გაყიდვების ზრდაში ეხმარება. Google Ads-ის მეშვეობით, Google-ში სარეკლამო კამპანიების შექმნა, მართვა და ოპტიმიზაციაა შესაძლებელი, რეკლამის ნახვა კი მომხმარებლებს Search, Display და Video სივრცეებში შეუძლიათ. საქართველოს ბანკის ტექ. შეთავაზების ფარგლებში, Google Ads-ის გააქტიურებისას ბიზნესმომხმარებლები განსაკუთრებული შეთავაზებით ისარგებლებენ.
კაფე My Boba, რომელიც მომხმარებელს ბურთულებიანი ჩაის მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს, Google Ads-ის შეთავაზებით უკვე სარგებლობს. My Boba ბაზარზე 2022 წელს გამოჩნდა, განსხვავებული და გამორჩეული გემოებით კი, ბურთულებიანი ჩაის მოყვარულების გული მარტივად მოიგო. დღეს My Boba-ს თბილისში ორი ფილიალი აქვს, რომლებშიც 80 სახეობის ბურთულებიანი ჩაი, ჰონგკონგური ვაფლი და იაპონური ხემსი — ონიგირი შეგიძლიათ დააგემოვნოთ.
“თითქმის ორი წელია, რაც My Boba საქართველოს ბანკის ბიზნესმომხმარებელია. ბიზნეს ინტერნეტბანკში აქტიურად ვიყენებთ ფინანსურ ანალიტიკას ზუსტი აღრიცხვისა და დაგეგმვისთვის. ბიზნეს მობილბანკი ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია — მოსახერხებლობის გამო, ჩვენი ყოველდღიური ოპერაციები ყოველთვის აქედან სრულდება. Google Ads-ის შეთავაზების შესახებ ელექტრონული ფოსტით გავიგეთ. კიდევ ბევრი საინტერესო შეთავაზებაც იყო სხვადასხვა კუთხით, თუმცა რადგანაც Google Ads-ს უკვე ვიყენებდით, ჩვენთვის ყველაზე ხელსაყრელი სწორედ ეს ტექ. შეთავაზება აღმოჩნდა”, — ამბობს My Boba-ს თანადამფუძნებელი და დირექტორი, თათია ნადირაშვილი.
Google Ads-ის პლატფორმა საშუალებას გაძლევთ, რეკლამები სხვადასხვა მიზნით შექმნათ, იქნება ეს ბიზნესის პოპულარიზაცია თუ კონკრეტული პროდუქტის ან მომსახურების გაყიდვა. შექმნილი რეკლამა კი ჩნდება Google-ის საძიებო სისტემაში, მის ყველა პარტნიორ საიტსა და პლატფორმაზე. თათიას თქმით, რეკლამის შექმნის დროს ყველაზე მნიშვნელოვანი რელევანტური საკვანძო სიტყვების შერჩევაა, რადგან პროგრამა სწორედ ამ სიტყვების მიხედვით წყვეტს, ვის და სად ანახოს თქვენი რეკლამა.
“Google Ads-ის რეკლამით გვსურდა, რომ ბურთულებიანი ჩაით დაინტერესებული მომხმარებლისთვის ჩვენი ადგილმდებარეობისა და პროდუქტის შესახებ ხმა მოგვეწვდინა. ჩვენი მიზანი იყო, ვინც ჩვენთვის რელევანტურ საკვანძო სიტყვებს მოძებნიდა Google Search-ში ან Google Maps-ზე, ჩვენი რეკლამაც ენახათ. შესაბამისად, გადასულიყვნენ ან ჩვენი ინსტაგრამის პროფილზე, ან უშუალოდ ჩვენი Google Maps-ის გვერდზე. ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა Google Ads-ის ანალიტიკა, რითაც რეკლამის ეფექტურობაში დავრწმუნდით. ანალიტიკის გამოყენებით მნიშვნელოვან ინფორმაციას ვიღებთ. ბიზნესის წარმოების საწყის ეტაპზე ანალიტიკა სხვადასხვა ობიექტივის ჩამოყალიბებაში დაგვეხმარა. გვაჩვენა, თუ რა საკვანძო სიტყვებია ჩვენთვის მნიშვნელოვანი, რა ასაკის კატეგორიას აინტერესებს ჩვენი პროდუქტი, რას ეძებს პოტენციური მომხმარებელი და რა სიტყვებს იყენებს ამისთვის. Google Ads-ის ანალიტიკამ ხელი შეგვიწყო სხვა სოციალურ ქსელებზე SEO-ს განვითარებაშიც”, — აღნიშნა თათია ნადირაშვილმა.
Mastercard ბიზნესბარათით Google Ads-ის გააქტიურებისას ყოველთვიურ გადასახადებზე სამი თვის განმავლობაში $300-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ. Google Ads-ის შეთავაზებით სარგებლობა შესაძლებელია 2025 წლის 30 ივნისის ჩათვლით.
გარდა Google Ads-ის შეთავაზებისა, My Boba, როგორც საქართველოს ბანკის ბიზნესმომხმარებელი, სხვა უპირატესობებითაც სარგებლობს. თათიას თქმით, ბიზნესის მართვის პროცესში ბიზნეს ინტერნეტბანკის ანალიტიკა მნიშვნელოვან ინფორმაციას აწვდის, რომელსაც ფინანსური აღრიცხვისა და სტრატეგიული დაგეგმვისთვის აქტიურად იყენებს.
საქართველოს ბანკის ტექ. შეთავაზებები ბიზნესებსითვის Google Ads-თან ერთად მრავალ საერთაშორისოდ ცნობილ ტექნოლოგიური პლატფორმას მოიცავს (Microsoft 365, Hotjar, Google Workspace, HubSpot და ა.შ.). სპეციალური პირობებით სარგებლობისთვის საჭიროა საქართველოს ბანკის ბიზნესბარათების აღება, რომელიც პირდაპირ ბიზნეს ინტერნეტბანკსა და ბიზნეს მობილბანკშია ხელმისაწვდომი.
საქართველოს ბანკის სხვა ბიზნესპროდუქტებსა და სერვისებზე დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ გაიგოთ აქ. ხოლო თუ ჯერ არ ხართ საქართველოს ბანკის ბიზნესმომხმარებელი, გახსენით ანგარიში ონლაინ მარტივად და პროცესში შეუკვეთეთ ბიზნესბარათი. S