საერთაშორისო მარკეტინგული ტექნოლოგიების ფესტივალი Touch.Point იწყება, ღონისძიების სპონსორი წელს საქართველოს ბანკია.
ფესტივალის მიზანი მარკეტინგის, კომუნიკაციებისა და კრეატიული ინდუსტრიის სფეროებში მომუშავე ადამიანებისთვის ახალი ცოდნის, გამოცდილების გაზიარება და განვითარების ახალი შესაძლებლობების შექმნაა.
ღონისძიების პროგრამა მრავალფეროვანი და საინტერესოა, აერთიანებს ქინოუთ პრეზენტაციებს, პანელურ დისკუსიებს, ვორქშოპ სესიებსა და Q&A სესიებს.
ქვემოთ მოგიყვებით, თუ რატომ არ უნდა გამოტოვოთ მარკეტინგის სფეროში ყველაზე მასშტაბური ღონისძიება:
გაიზიარებთ მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტების გამოცდილებას
წლევანდელ ფესტივალზე სპიკერები იქნებიან კრეატიული დირექტორები და მარკეტოლოგები ისეთი ცნობილი საერთაშორისო კომპანიებიდან, როგორებიცაა: Spotify, Meta, Google, Volvo Car. სპიკერები საკუთარი, რეალური გამოცდილების მაგალითზე გაგაცნობენ თანამედროვე გამოწვებსა და მიდგომებს ინდუსტრიაში. ხელოვნური ინტელექტის, სოციალური მედიისა და ტექნოლოგიების როლს კრეატიულ ინდუსტრიაში. აღმოაჩენთ ახალ და საინტერესო გზებს, მარკეტინგულ სტრატეგიებს, რომლებიც დაგეხმარებათ გაზარდოთ თქვენი ბრენდის ცნობადობა.
შეძლებთ მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენოთ
ფესტივალის პროგრამა მრავალფეროვანი და ინტერაქციულია. გარდა დისკუსიებისა და პრეზენტაციებისა, ჩატარდება ვორქშოპ სესიები, რომლებიც შესაძლებლობას მოგცემთ მუშაობის პროცესშივე შეიძინოთ და პრაქტიკულად გამოიყენოთ ახალი უნარები, გადაჭრათ რეალური პრობლემები ხელოვნური ინტელექტისა და ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით. ვორქშოპებს გაუძღვებიან ცნობილი კომპანიის სპეციალისტები, რომლებიც ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობებით დაგეხმარებიან შეიმუშაოთ ახალ ბაზარზე ეფექტურად შესვლის სტრატეგიები, შემოქმედებითი პროცესის დახვეწისა და დროის ოპტიმალურად გამოყენების გზები.
გექნებათ საკუთარი სტარტაპის წარმოჩენის შესაძლებლობა
ფესტივალზე მოწყობილი იქნება საგამოფენო სივრცე, თითოეულ სტარტაპს დაეთმობა თითო ბრენდირებული მაგიდა, რომელიც საკუთარი პროდუქტისა და სერვისის წარმოჩენის კარგი საშუალებაა. გარდა ამისა, სტარტაპერებს შესაძლებლობა ექნებათ სცენაზე 15-წუთიანი პრეზენტაციით წარმოადგინონ საკუთარი ბრენდის ინოვაციურობა და უპირატესობები. თქვენს გამოსვლას კი არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტებიც მოუსმენენ, შესაბამისად გექნებათ გლობალურ ბაზარზე ახალი შესაძლებლობების აღმოჩენის შანსი.
გექნებათ შესაძლებლობა გაეცნოთ კოლეგებს და შეიძინოთ ახალი პარტნიორები
ფესტივალზე შეხვდებით არაერთ დამწყებ და წარმატებულ სტარტაპერს. ასეთი სივრცეები საუკეთესო საშუალებაა ახალი პარტნიორების, ინვესტორების აღმოსაჩენად და კოლაბორაციების შესაქმნელად. მთავარია, აქტიურად ჩაერთოთ ყველა აქტივობაში და მაქსიმალურად წარმოაჩინოთ თქვენი ბრენდი.
სასიამოვნოდ გაატარებთ დროს და დიდ ეკრანზე უყურებთ EURO 2024-ის გახსნით მატჩს
Touch Martech არ მოიცავს მხოლოდ ინფორმაციულ და სამუშაო აქტივობებს. აქ შეძლებთ სასიამოვნოდ და სახალისოდ გაატაროთ დრო. საფესტივალო სივრცეში დაგხვდებათ კვების ზონა შესვენებებისთვის, საინტერესო და დატვირთული დღის შემდეგ კი შეგიძლიათ დიდ ეკრანზე უყუროთ EURO 2024-ის პირველ მატჩს და გაიზიაროთ გულშემატკივრების ემოციები.
ასე რომ, მნიშვნელობა არ აქვს დამწყები სტარტაპერი ხართ თუ გამოცდილი, არ უნდა გამოტოვოთ შესაძლებლობები შეხვდეთ ყველაზე წარმატებული ბრენდების პროფესიონალებსა და ინდუსტრიის ლიდერებს, შეიძინოთ ახალი უნარები, ცოდნა, გაიცნოთ პოტენციური პარტნიორები და წარმოაჩინოთ საკუთარი ბრენდი.
ღონისძიება გაიმართება TEC-ში, დოდო აბაშიძის 10-ში, ბილეთების შეძენას კი ამ ბმულზე შეძლებთ. S