- Row on 45 გახდა მეოთხე რესტორანი დუბაიში, რომელმაც მიშლენის ორი ვარსკვლავი მიიღო.
- მიშლენის 2024 წლის გზამკვლევში ოთხი ახალი Michelin-ვარსკვლავიანი რესტორანი და ექვსი ახალი Bib Gourmand-რესტორანია წარმოდგენილი.
- წლევანდელ გზამკვლევში 35 სხვადასხვა სამზარეულოს 106 რესტორანია შეტანილი, რაც 17,8%-იანი ზრდას ასახავს 2023 წელთან შედარებით.
მიშლენის ყოველწლიური გზამკვლევის MICHELIN Guide Dubai-ის მესამე გამოცემის საზეიმო ცერემონია გაიმართა ახალგახსნილ პრესტიჟულ რესტორანში One&Only One Za’abeel-ში. გალასაღამოს ერთ-ერთი მთავარი მოვლენა რესტორნისთვის Row on 45 მიშლენის ორი ვარსკვლავის მინიჭება იყო. ახლა ეს უკვე რიგით მეოთხე რესტორანია დუბაიში, ასეთი მაღალი რეიტინგით.
2024 წლის MICHELIN Guide Dubai-ში სულ 106 რესტორანია შეტანილი, რაც 53.6%-ით მეტია 2022 წელთან შედარებით, როდესაც გზამკვლევში 69 რესტორანი იყო ჩამოთვლილი. მიშლენის ცნობილი ანონიმური ინსპექტორების გადაწყვეტილებით, წლევანდელ გამოცემაში რესტორნების რაოდენობის ზრდა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს დუბაის გასტრონომიული სცენის მზარდ განვითარებას და მრავალფეროვნებას.
2024 წლის მეგზურში ოთხ რესტორანს აქვს მინიჭებული მიშლენის 2 ვარსკვლავი და 15 რესტორანს აქვს მიშლენის ერთი ვარსკვლავი, რომელთაგან 4 პირველად დაჯილდოვდა. გარდა ამისა, მიშლენის მეგზურში 18 Bib Gourmand-ის დაჯილდოებული რესტორანი და 3 MICHELIN Green Star რესტორანია შეტანილი (რესტორნების სრული სია იხ. ქვემოთ).
სულ მიშლენის მეგზურში 35 სხვადასხვა სამზარეულოს 106 რესტორანია არჩეული, რაც დუბაის კულინარიული სცენის განვითარებას მოწმობს და ხაზს უსვამს ქალაქის ვალდებულებას, სტუმრებს უნიკალური კვებითი გამოცდილება შესთავაზოს.
„ჩვენ ვამაყობთ MICHELIN Guide Dubai-ს მესამე გამოცემით და ვიხსენებთ მეგზურის 2022 წლის პირველ, სადებიუტო გამოცემას, რასაც დაემატა მრავალი ახალი მიშლენის ვარსკვლავიანი რესტორანი. ვულოცავთ ყველა რესტორანს, ასევე რესტორატორებს, შეფმზარეულებს და ნიჭიერ პროფესიონალებს, რომლებმაც წვლილი შეიტანეს ამ წარმატებაში. დუბაის კულინარიული მრავალფეროვნება ის მთავარი ფაქტორია, რაც ქალაქს მიმზიდველ ადგილად აქცევს საცხოვრებლად და სამუშაოდ. მრავალფეროვანი გასტრონომიული შეთავაზებები ყველა გემოვნებასა თუ ბიუჯეტს აკმაყოფილებს“. -აღნიშნა ისამ ქაზიმმა, დუბაის კორპორაციის ტურიზმისა და კომერციის მარკეტინგის (DCTCM) აღმასრულებელმა დირექტორმა.
„დუბაი აღიარებულია, როგორც საერთაშორისო გასტრონომიული ცენტრი და მისი შთამბეჭდავი განვითარება ყოველწლიურად გრძელდება. ის იზიდავს არა მხოლოდ საერთაშორისო მოგზაურებს და ადგილობრივ გურმანებს, არამედ ნიჭიერ შეფმზარეულებსა და რესტორატორებს მთელი მსოფლიოდან, რომლებსაც სურთ, წვლილი შეიტანონ ქალაქის კვების კულტურის განვითარებაში. განსხვავებული სტილის რესტორნებითა და მრავალფეროვანი სამზარეულოებით ქალაქში ნამდვილად არის რაღაც ყველასთვის“. – განაცხადა The MICHELIN Guides-ის საერთაშორისო დირექტორმა, გვენდალ პულენეკმა.
დუბაი ცნობილია თავისი მდიდარი გასტრონომიული სცენით და კულინარიული დედაქალაქის ტიტულსაც ატარებს. ქალაქში 13000-ზე მეტი სხვადასხვა კონცეფციის რესტორანი და კაფეა: ქუჩის კვების ობიექტებიდან დაწყებული გურმანულ რესტორნებამდე. დუბაის გასტრონომიის ინდუსტრიის უახლესი ანგარიშის თანახმად, დუბაი მსოფლიოში მეორე ადგილს იკავებს რესტორნების სიმჭიდროვის მიხედვით და კულინარიის მოყვარულთა მიერ ტოპ-10 ქალაქს შორის არის დასახელებული.
საამიროს, როგორც გლობალური გასტრონომიული ცენტრის წარმატებული განვითარებას მრავალი ჯილდო, მიღწევა და ინიციატივა ადასტურებს. მათ შორისაა Tripadvisor Travelers’ Choice Awards 2024-ის საუკეთესო გლობალური დანიშნულების ადგილის ტიტული, რომელიც დუბაიმ ზედიზედ მესამედ მიიღო, ასევე დუბაის ყოველწლიური კვების ფესტივალი, რომელიც წელს მე-11-ედ გაიმართა.
მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი და პრესტიჟული კვების მეგზური MICHELIN Guide 1900-იანი წლებიდან რესტორნებს სამვარსკვლავიანი სისტემის გამოყენებით ანონიმურად აფასებს. ის რესტორნებს ასევე Bib Gourmand-ის ჯილდოს ანიჭებს, რაც ფასის და ხარისხის საუკეთესო კომბინაციას აღნიშნავს. 2020 წლიდან დაინერგა MICHELIN მწვანე ვარსკვლავის (Green Star) ჯილდო, რომელიც მდგრადი მიდგომებით გამოირჩევიან გარემოსთან მიმართებაში.
საამიროს გასტრონომიული ლანდშაფტის განვითარება აღმავალ ტრაექტორიით გრძელდება, რაც ტურიზმის სექტორში მიღწეულ წარმატებებს ასახავს – მხოლოდ 2023 წელს დუბაიმ რეკორდული რაოდენობის, 17,15 მილიონ საერთაშორისო ვიზიტორს უმასპინძლა, რაც 19,4%-იანი ზრდაა გასულ წელთან შედარებით. მიმდინარე წლის იანვრიდან მაისამდე პერიოდში დუბაის 8,12 მილიონი სტუმარი ეწვია, რაც 10%-ით მეტია 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
დუბაის საუკეთესო რესტორნები MICHELIN-ის მეგზურის მიხედვით:
ორი ვარსკვლავი
- Il Ristorante-Niko Romito
- Row on 45 (new)
- STAY by Yannick Alléno
- Trèsind Studio
ერთი ვარსკვლავი
- 11 Woodfire
- Al Muntaha
- Armani Ristorante
- avatāra
- Dinner by Heston Blumenthal
- Hakkasan
- Hōseki
- La Dame de Pic Dubai (new)
- moonrise
- Orfali Bros (new)
- Ossiano
- Sagetsu by Tetsuya (new)
- Smoked Room (new)
- Tasca by José Avillez
- Torno Subito
მწვანე ვარსკვლავი:
- Boca
- LOWE
- Teible
Bib Gourmand
- 21 Grams
- 3Fils
- Aamara
- Al Khayma Heritage Restaurant
- Bait Maryam
- Berenjak (new)
- DUO Gastrobar (new)
- Goldfish
- Hoe Lee Kow (new)
- Ibn Albahr
- Indya by Vineet
- Kinoya
- Konjiki Hototogisu (new)
- REIF Japanese Kushiyaki – Dar Wasl
- REIF Japanese Kushiyaki – Dubai Hills (new)
- Revelry (new)
- Shabestan
- Teible
MICHELIN-ის სპეციალური ჯილდოები:
- ახალგაზრდა შეფ-მზარეულის ჯილდო: Jesus Lobato Suarez, Smoked Room-ის მთავარი მზარეული
- სომელიეს ჯილდო: Michael Mpofu, Celebrities by Mauro Colagreco
- სერვისის ჯილდო: DuangDy by BO.LAN
- წლის გახსნა: The Guild
MICHELIN Guide Dubai 2024-ში ჩამოთვლილი ამ და სხვა რესტორნების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ: guide.michelin.com
S