ფიზიოლოგია-მედიცინის დარგში ნობელის პრემია ორ მეცნიერს გადაეცა

ფიზიოლოგია-მედიცინის დარგში ნობელის პრემია ორ მეცნიერს გადაეცა

შვედეთის სამეფო მეცნიერებათა აკადემიამ ფიზიოლოგია-მედიცინის დარგში 2024 წლის ნობელის პრემიის ლაურეატები დაასახელა. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდო ვიქტორ ამბროსსა და გარი რუვკუნს გადაეცათ.

ვიქტორ ამბროსსა და გარი რუვკუნს ნობელის პრემია მიკრო-RNA-ის აღმოჩენისა და პოსტტრანსკრიპციული გენის რეგულირებაში მისი როლის გამოვლენისთვის მიენიჭათ. ვიქტორ ამბროსი აშშ-ში, მასაჩუსეტსის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლაში მუშაობს, გარი რუვკუნი კი მასაჩუსეტსის მთავარ საავადმყოფოსა და ჰარვარდის სამედიცინო სკოლაში.

შეგახსენებთ, გასულ წელს ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში ნობელის პრემია უნგრელ კატალინ კარიკოსა და ამერიკელ დრიუ ვაისმენს გადაეცათ. მათ ჯილდო ნუკლეოზიდის ბაზის მოდიფიკაციასთან დაკავშირებით აღმოჩენებისთვის დაიმსახურეს, რამაც COVID-19-თან საბრძოლველად ეფექტიანი mRNA-ვაქცინების შექმნა შესაძლებელი გახადა.

ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში ნობელის პრემია 1901 წლიდან გაიცემა (ჯამში 114 პრემია). ეს ჯილდო დღემდე 227-მა მეცნიერმა დაიმსახურა, საიდანაც ქალი მხოლოდ 13 იყო.