Marquis Who’s Who-მ ბარი მ. მილერი უძრავი ქონების დარგში ექსპერტობისთვის დააჯილდოვა 

Marquis Who’s Who-მ ბარი მ. მილერი უძრავი ქონების დარგში ექსპერტობისთვის დააჯილდოვა 

ბარი მ. მილერი, უძრავი ქონების სექტორში გამორჩეული ფიგურა და Vesterra Turnkey-ის დამფუძნებელი, Marquis Who’s Who-ის სიაში მოხვდა. ეს აღიარება გამოხატავს მის განსაკუთრებულ წვლილს უძრავი ქონების ინდუსტრიაში და კონტრიბუციას მომხმარებელთა უფლებების დაცვის საქმეში მხარდაჭერისთვის.

უძრავი ქონების განვითარება მომხმარებელთა საჭიროებების გათვალისწინებით

Vesterra Turnkey-ის მთავარი აღმასრულებელი დირექტორი, კომპანიის მფლობელი და ქონებების ინვესტიციის მრჩეველი, ბარი მ. მილერი კომპანიას კვლევებითა და მომხმარებელთა საჭიროებებზე ფოკუსირებით ხელმძღვანელობს. „ჩვენი ამჟამინდელი სოციალური და ეკონომიკური კლიმატის პირობებში, წლიური დაბრუნების მაჩვენებელი 40%-ს აჭარბებს, რაც უსაფრთხოებისა და სანდოობის გარანტია,“ აცხადებს ბატონი მილერი. „ეს მიდგომა ცვლის მომხმარებელთა შეხედულებას სწორი ინვესტიციების შექმნის პროცესზე.“

2003 წელს Vesterra Turnkey-ის დაარსების შემდეგ, ბარი მ. მილერის ფოკუსი, კვლევებზე დაფუძნებული უძრავი ქონების ინვესტიციებია, განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ეკონომიკურ მდგომარეობას აშშ-ის წამყვან 60 მეტროპოლიურ სტატისტიკურ ზონაში (MSAs). მისი გამოცდილება ეხმარება კლიენტებს, მიიღონ სტაბილური შემოსავალი მინიმალური რისკით, რაც ინდუსტრიაში Vesterra Turnkey-ს სანდოობას განაპირობებს.

ინტერესების დაცვაზე, განათლებასა და მომხმარებელთა ნდობაზე დაფუძნებული კარიერა

ბარი მ. მილერის კარიერა 40 წელზე მეტია გრძელდება და ორიენტირებულია მომხმარებელთა ინტერესების დაცვაზე და მყიდველების მხარდაჭერაზე. მისი საქმიანობა Vesterra Turnkey-ის ფარგლებს სცდება; 2012 წლიდან ის iHeart Radio-ს KHOW 630-ზე Vesterra Turnkey Investments Hour-ის აღმასრულებელი პროდიუსერი და წამყვანია, სადაც განიხილავს უძრავი ქონებისა და ფინანსების მართვის საკითხებზე.

ბატონი მილერი თავის ადრეულ გამოცდილებასა და პედაგოგების მხარდაჭერას, წარმატების მთავარ ფაქტორებად ასახელებს. “ვიეტნამში გატარებულმა ერთმა წელმა მასწავლა, რომ მომხმარებელთა ინტერესების დასაცავად არსებული ნორმების შეცვლა აუცილებელია.“ ამბობს მილერი . „კაპიტალიზმის ცენტრი მომხმარებელი უნდა იყოს, თუმცა მოგებისკენ მისწრაფების გამო ეს პრინციპი ხშირად იკარგება.“

მომავალი სიმდიდრის მშენებელთა გაძლიერება

ბარი მ. მილერის მიზანია დაეხმაროს ერთ მილიონ მომხმარებელს მათი პირველი 1 მილიონი დოლარის ინვესტიციის შექმნაში, უძრავი ქონების სტრატეგიული მართვით. Vesterra Turnkey გეგმავს კოლორადოს ფარგლებს გარეთ გაფართოებას, რომ შემდეგ სამ წელში 5,000 მომხმარებელი მილიონრებად აქციოს.

„Vesterra Turnkey-ში ჩვენი ყურადღება, ჩვენი კლიენტების ფინანსური მომავლის უზრუნველსაყოფად საჭირო ცოდნისა და ინსტრუმენტების მიწოდებისკენაა მიმართული,“ განმარტავს ბატონი მილერი. „Marquis Who’s Who-ის სიაში მოხვედრა დიდი პასუხისმგებლობაა და მნიშვნელოვანი ცვლილებების შექმნას გვავალდებულებს.“

Marquis Who’s Who-ის შესახებ

1899 წელს, A. N. Marquis-მა გამოაქვეყნა „Who’s Who in America®“-ს პირველი გამოცემა, Marquis Who’s Who®, რომელიც მოგვითხრობს ყველაზე წარმატებული პიროვნებების და ინოვატორთა ცხოვრებას ყველა მნიშვნელოვან სფეროში, მათ შორის პოლიტიკაში, ბიზნესში, მედიცინაში, სამართალში, განათლებაში, ხელოვნებაში, რელიგიასა და გასართობ ინდუსტრიაში. „Who’s Who in America®“ რჩება მნიშვნელოვან ბიოგრაფიულ წყაროდ  მსოფლიოს მასშტაბით ათასობით მკვლევარის, ჟურნალისტისა და იმ კომპანიებისთვის, რომლებიც მნიშვნელოვანი მიღწევების მქონე კადრებს ეძებენ.. Marquis® გამოცემების მთელი სერია შეგიძლიათ მოიძიოთ ოფიციალურ Marquis Who’s Who® ვებ-გვერდზე:  www.marquiswhoswho.com.

S