GT Motors-ი ციფრულ ტრანსფორმაციას იწყებს

GT Motors-ი ციფრულ ტრანსფორმაციას იწყებს

GT Motors-ი ციფრულ ტრანსფორმაციას იწყებს – ავტომობილების საერთაშორისო ბრენდების ოფიციალური დისტრიბუტორის პარტნიორი ამბიციურ გზაზე კომპანია Inspark-ი იქნება.

Inspark-ი – მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიის, Salesforce-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, 20-წლიანი საერთაშორისო გამოცდილების მქონე კომპანიაა, სწორედ ეს კომპანია იქნება GT Motors-ის პარტნიორი ტრანსფორმაციის გზაზე.

Trendyol, Carrefour, Coca-Cola, P&G, TAV, Bosch, Shell, Liberty, DHL, Diageo, Edenred, Migros, INNIO და სხვა – ეს იმ გლობალური წამყვანი ბრენდების არასრული ჩამონათვალია, ვისთანაც INSPARK-ი აქტიურად თანამშრომლობს. გარდა ამისა, INSPARK-ის პარტნიორთა მსხვილი ქსელი მოიცავს WWF-ს, Change.org-სა და 60 სხვა არასამთავრობო ორგანიზაციას.

მომდევნო ხუთი თვის განმავლობაში, Inspark-ი მჭიდროდ იმუშავებს GT Motors-თან ერთად, რათა სრულად გარდაიქმნას მომხმარებელთა ურთიერთობების მართვის (CRM) სისტემები. ეს ცვლილება მიზნად ისახავს ეფექტურობის, სიზუსტისა და თითოეულ მომხმარებელთან ინტერაქციის გაუმჯობესებას, რათა მთლიანობაში მომხმარებლის გამოცდილება შეესაბამებოდეს საერთაშორისო დონეზე არსებულ პრაქტიკას.

“ეს პარტნიორობა ხაზს უსვამს ჩვენს ერთგულებას, ჩვენს მომხმარებლებს მივაწოდოთ უმაღლესი დონის გადაწყვეტილებები. მოხარულები ვართ, შევცვალოთ მომხმარებელთან ურთიერთობები საავტომობილო ინდუსტრიაში, დავაწესოთ ახალი სტანდარტები მათი კმაყოფილებისთვის.” — განაცხადა Inspark-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, სერდარ სუსუზმა.

ამ სტრატეგიული ინიციატივის ფარგლებში, GT Motors-ი და Inspark-ი დანერგავენ ინოვაციურ CRM გადაწყვეტილებებს, რომლებიც მიმართული იქნება იმაზე, რომ სრულად შეიცვალოს მომხმარებლების ბრენდთან ურთიერთობა.

GT Motors-ი და Inspark-ი გვპირდებიან, რომ საავტომობილო სექტორში მათი ერთობლივი მუშაობა ახალ სტანდარტებს დანერგავს და სექტორის განვითარებაზეც მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს. S