ფოტო: Legal Fans
ინტელექტუალური საკუთრების დაცვა ადრე ნიშნავდა ფიზიკური დოკუმენტების დაცვას სეიფში. თუმცა, ციფრულ ეპოქაში,სადაც ინტერნეტის მუდმივი გამოყენება ხდება, ეს გამოწვევა მნიშვნელოვნად გაიზარდა. Legal Fans-ი ბრწყინვალებას აღწევს ამ არენაზე. ავტომატიზაციის მეშვეობით, ის სთავაზობს კონტენტის შემქმნელებსა და ბიზნესებს მძლავრ დაცვას ციფრული კიბერშეტევებისა და უნებართვოდ კონტენტის გაზიარების წინააღმდეგ.
ბრენდისა და კონტენტის მონიტორინგის მომავალი
ინდუსტრიის ანგარიშები აჩვენებს, რომ გამოწერებზე დაფუძნებული გასართობი სექტორის კონტენტის შემქმნელები მნიშვნელოვანი ნაწილით კარგავენ პოტენციურ შემოსავალს არასანქცირებული გაზიარებებისა და კიბერ შეტევების გამო. ეს სიტუაცია ადასტურებს, რომ კონტენტის შემქმნელებს დაცვის ღონისძიებები სჭირდებათ.
პლატფორმა იყენებს განვითარებული ხელოვნური ინტელექტის (AI) ძალას, რათა ინტერნეტში დააკვირდეს და აღმოაჩინოს ციფრული კონტენტის უკანონო გამოყენება. კომპანიის ალგორითმი უზრუნველყოფს გაჟონვის გამოვლენის 99.5%-იან მაჩვენებელს, რაც ხდება ვებ-გვერდების უწყვეტი სკანირების გზით, შესაძლო დარღვევების, მაღალი სიზუსტით იდენტიფიცირებისთვის. ეს AI-ზე დაფუძნებული სტრატეგია Legal Fans-ს აძლევს საშუალებას დააკვირდეს კონტენტის სხვადასხვა ტიპებს, როგორიცაა სურათები, ვიდეოები, პოსტები, სტატიები და ლაივსტრიმებიც კი. მისი ფართო გამოყენების შესაძლებლობები ნათლად ჩანს ალგორითმის უნარში, ადაპტირდეს ფაქტობრივად ნებისმიერ სცენართან, რაც საშუალებას აძლევს დააკვირდეს და მონიტორინგი გაუწიოს ყველა სახის კონტენტს ინტერნეტში.
Legal Fans-ის AI-ზე დაფუძნებული გამოვლენის სისტემის ეფექტურობა ცვლის კონტენტის მონიტორინგის სფეროს.პოტენციური დარღვევების შემთხვევების ავტომატური იდენტიფიკაციის პროცესი საშუალებას აძლევს შემქმნელებსა და ბიზნესებს, კონცენტრირდნენ თავიანთ ძირითად საქმიანობაზე, ამასთან, უზრუნველყოფილია, რომ მათი ინტელექტუალური საკუთრება და ასევე მათი უმნიშვნელოვანესი ღირებულებები, როგორიცაა ბრენდი და სავაჭრო ნიშნები, დაცული იყოს.
როდესაც სისტემა აღმოაჩენს უნებართვო გამოყენებას, იგი აგენერირებს და აგზავნის ციფრული ათასწლეულის საავტორო უფლებების აქტის (DMCA) წაშლის შეტყობინებებს შესაბამის მხარეებთან. თუ ავტომატური წაშლის პროცესები არ აღმოჩნდება საკმარისი, სპეციალურად მომზადებული საერთაშორისო იურისტებისა და პარტნიორების გუნდი მზადაა, რათა დამატებითი მხარდაჭერა გაუწიონ, საჭიროების შემთხვევაში დაიწყონ სასამართლო პროცესიც. ეს ამცირებს დარღვევების მოგვარებისთვის საჭირო დროსა და ძალისხმევას, რაც უზრუნველყოფს სწრაფ რეაგირებას პოტენციურ საფრთხეებზე.
ამასთან, Legal Fans-ის ციფრული ათასწლეულის საავტორო უფლებების აქტის (DMCA) საფუძველზე, აჩქარებს სამართლებრივი დარღვევების ამოღებას და ამავდროულად ხელს უწყობს მომავალი დარღვევების თავიდან აცილებას. ასე რომ, მომხმარებლებს შეუძლიათ დააარსონ ძლიერი პროგრამა თავიანთი ციფრული აქტივების დაცვისთვის.
მასშტაბური გადაწყვეტილებები ინდივიდებისთვისა და დიდი საწარმოებისთვის.
რაც უფრო მრავალფეროვანია ბრენდის და შინაარსის დაცვის სფერო, უფრო მნიშვნელოვანია მისი დაცვა. ეს ასევე მოიცავს ინდივიდუალურ კრეატორებს, რომლებიც ნიშური აუდიტორიებისთვის კონტენტს ქმნიან და მულტინაციონალურ კომპანიებს, რომლებიც ბლოკბასტერულ გასართობებს უშვებენ.
Legal Fans-ის ყოვლისმომცველი მიდგომა აყალიბებს თანასწორობის გარემოს ციფრულ შინაარსში. კომპანია აღნიშნავს, რომ ინდივიდუალური კრეატორების საჭიროებები განსხვავდება დიდი სააგენტოს ან საწარმოს საჭიროებებისგან. შესაბამისად, მან შეიმუშავა ფუნქციები, რომლებიც მორგებულია კონკრეტულ მოთხოვნებზე.
ინდივიდუალური კრეატორებისათვის ეს შესაძლოა გულისხმობდეს მაღალი ღირებულების ინტელექტუალური საკუთრების შინაარსის შეზღუდული რაოდენობის დაცვას. ამავე დროს, ეს შეიძლება მოიცავდეს მენეჯმენტ კომპანიების და მოდელების სააგენტოებისათვის მრავალ ანგარიშზე ერთდროულად მართვას ცენტრალიზებული მართვის პანელიდან.”
პლატფორმა მოქნილობას ადასტურებს მომხმარებელზე მორგებული ინტერფეისი და პერსონალიზირებული შესაძლებლობები. საჯარო API-ები ადვილად იმპლემენტაციის საშუალებას იძლევა, ანგარიშის უსაფრთხოების დაზიანების გარეშე, რაც მნიშვნელოვანი ბენეფიტია დიდი რაოდენობის დარღვევების მართვისთვის. ეს ასევე აადვილებს უსაფრთხოების დაცვის პროცესს და ფართოდ ადაპტირდება იმ მომხმარებლებზე, რომლებსაც უფრო კომპლექსური საავტორო უფლებების დაცვა სჭირდებათ
პლატფორმა ასევე სთავაზობს საავტორო უფლებების მართვის სრულ ნაკრებს,ცენტრალიზებული პლატფორმის მეშვეობით, რაც შესაძლებელს ხდის რომ გააკონტროლონ და გამოასწორონ დარღვევები. მომხმარებლებს ასევე შეუძლიათ გააკონტროლონ წაშლის მოთხოვნების შემდგომი პროცესები და მიიღონ დეტალური ანგარიშები მოთხოვნებზე. საბოლოოდ, ეს კრეატორებსა და ბიზნესს თავიანთი კონტენტის კონტროლის საშუალებას აძლევს.
LegalFans-ის პარტნიორი მომხმარებლებისათვის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა სპეციალურად მათთვის შექმნილი ციფრული ექსპერტების გუნდი. ეს გუნდი სპეციალიზდება დარღვევების მონიტორინგში, განსაკუთრებით წაშლის პროცესების შემდეგ, რომელიც უზრუნველყოს, რომ წაშლილი შინაარსი აქტიურ მდგომარეობაში არ დაბრუნდეს. მათი პრევენციული მიდგომა ნიშნავს, რომ მომხმარებლებს შეუძლიათ დაეყრდნონ მათი მონიტორინგის გუნდს, რაც სიმშვიდის გარანტია, რომ მათი ინტელექტუალური საკუთრება დაცულია უნებართვოდ დაბრუნებული შინაარსისგან.
ციფრული ექსპერტების გუნდი უნიკალურობა გამოიხატება იმითაც რომ ის აიდენტიფიცირებს განმეორებით დამნაშავეებს, ამისთვის იყენებენ თანამედროვე მეთოდებს ამ დარღვევების აქტივობების მონიტორინგისა და აღრიცხვისთვის. ისინი ასევე აგროვებენ საჭირო მტკიცებულებებს პოტენციური სამართლებრივი ქმედებებისათვის. ეს უნარი LegalFans-ს აძლევს სწრაფად მოქმედების, საჭიროებისამებრ შემთხვევების ესკალაციის საშუალებას აძლევს. დამატებით უზრუნველყოფს, რომ ყველა ღონისძიება იყოს გათვალისწინებული მომხმარებლების მხარდასაჭერად, სამართლებრივი ნაბიჯების გაგრძელების პროცესში.
კრეატორების დახმარება პლაგიატების წინააღმდეგ ბრძოლაში
ჩვენს ეპოქაში, როდესაც პირადი და ექსკლუზიური შინაარსის მქონე ინფორმაციის გაზიარება სულ უფრო გავრცელებულია, Legal Fans გამოირჩევა იმით, რომ იცავს კრეატორების პირად ინფორმაციას, კონფიდენციალურობის პოლიტიკის საშუალებით, რაც დიდ ნდობას იწვევს კონტენტის საავტორო უფლებების დაცვის პროცესში.
Legal Fans-ის ერთგულება მომხმარებელთა კონფიდენციალურობის მიმართ,უადვილებს ბევრ ადამიანს,შიშის გარეშე გაუზიარონ ექსკლუზიური შინაარსის მქონე ინფრომაცია თავიანთ გამომწერებს,რადგან მათი პერსონალური ინფორმაცია დაცულია. ეს საშუალებას აძლევთ, რომ მეტი ყურადღება დაუთმონ საკუთარი მუშაობის წარმოებასა და მონეტიზირებას.
ციფრული სამყარო მუდმივად იცვლება, ამიტომ უნდა შეიცვალოს ინტელექტუალური საკუთრების დაცვის ინსტრუმენტებიც. Legal Fans არის ხელმისაწვდომი გადაწყვეტილება კრეატორებისათვის, რომლებსაც სჭირდებათ კონკრეტული საშუალებები,რათა დაიცვან საკუთარი სამუშაოები, შეინარჩუნონ კონფიდენციალურობა და დაიცვან თავიანთი შემოსავლის წყაროები.
ძირითადად, Legal Fans უზრუნველყოფს დაცვას და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სიმშვიდეს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მნიშვნელოვანი შინაარსის კონტენტს უგზავნიან თავიანთ ერთგულ გამომწერებს.
S