სტატიის ავტორია სონია სმიტი
ფოტო:ჯამალ აჰმედი
დღევანდელ ეპოქაში, როდესაც მონაცემების დაცვისა და კონფიდენციალურობის პრობლემები დომინირებს, კომპანიები და მომხმარებლები ერთნაირად ებრძვიან მნიშვნელოვან პრობლემას: როგორ უნდა დაიცვან პირადი ინფორმაცია ციფრულ სამყაროში. სწორედ ამ თემას ეხმაურება ჯამალ აჰმედი, გლობალურ მონაცემთა კონფიდენციალურობის დაცვის ექსპერტი, ბესტსელერის ავტორი და კონფიდენციალურობაზე არსებული უფლებების მხარდამჭერი, რომელიც მონაცემთა დაცვის საკითხს ადამიანის ძირითად უფლებად მიიჩნევს. BBC-ი მას “მონაცემთა დაცვის მეფე” უწოდებს, ჯამალის ინოვაციური ნამუშევარი ამარტივებს კომპლექსურ რეგულაციას და ეხმარება ბიზნესს ნდობის ჩამოყალიბებაში გამჭვირვალე, ეთიკური მონაცემთა პრაქტიკის მეშვეობით.
მის საკონსულტაციო კომპანიაში, Kazient Privacy Experts, ჯამალი სთავაზობს პრაქტიკულ გადაწყვეტილებებს,რომელიც ემყარება ეთიკური ჩარჩოებს. მიდი გუნდი კონფიდენციალურობას აღიქვამენ არა მხოლოდ როგორც სამართლებრივი ვალდებულება, არამედ როგორც მნიშვნელოვანი გზა, მომხმარებლებთან ურთიერთობის ჩამოსაყალიბებლად. მისი უნიკალური “Easy Peasy” სტილი, რომელიც დემისტიფიცირებს მონაცემთა დაცვის კანონებს, როგორიცაა ზოგადი მონაცემთა დაცვის რეგულაცია (GDPR), ბიზნესის მიდგომაზე კონფიდენციალურობის დაცვასთან მიმართებაში რევოლუცია გავლენა მოახდინა, რაც მას ხელმისაწვდომსა და რეალურად შესასრულებელს ხდის.
მაგრამ ჯამალის გავლენა იმაზე მეტია, ვიდრე რეგულაციების დაცვა. “მინდოდა დამემტკიცებინა, რომ კონფიდენციალურობის კანონების გაგება არ მოითხოვს სამართლის დიპლომს ან ტექნიკურ გამოცდილებას,” — ამბობს ჯამალი. “ეს უნდა იყოს რამე, რაც ყველას შეუძლია გაიგოს—კომპანიებს, მთავრობებს და მომხმარებლებს.” სწორედ ამ პრინციპით ხელმძღვანელობდა ის და იყო მისი წარმატების მამოძრავებელი ძალა საშიშ და კომპლექსურ ინდუსტრიაში.
თავმდაბალი დასაწყისიდან გლობალურ ლიდერობამდე
ჯამალის გზა, რომ გამხდარიყო, მსოფლიოში აღიარებული ავტორიტეტი, მონაცემთა დაცვის კონფიდენციალურობის სფეროში, მისი ბავშვობიდან დაიწყო და ინსპირაცია გახდა ის დაუცველი საზოგადოება,რომელიც მის გარშემო ცხოვრობდა. ამ ადრეულმა გამოცდილებებმა გაამყარეს მისი სურვილი, რომ ემუშავა ტექნოლოგიური ინდუსტრიაში—და მისი კრიტიკული კომპონენტი, მონაცემთა კონფიდენციალურობა—მეტად ინკლუზიური და ხელმისაწვდომი გაეხადა. როდესაც ჯამალი დაუძლეველ ბარიერებს შეეჯახა, მან შექმნა ნიშა, სადაც გაამახვილა ყურადღება კონფიდენციალურობის გამარტივებაზე მათთვის, ვინც მისი კომპლექსურობით დაიბნა.
ბაზარზე ხარვეზის აღმოჩენის შემდეგ, ჯამალმა დაარსა Kazient Privacy Experts, რომელიც სთავაზობს საკონსულტაციო მომსახურებას კომპანიებს, სთავაზობს, რომლებსაც,მონაცემთა მზარდ და რთულ ქსელთან უწევთ შეჭიდება.მისი უნარი, რომ დემისტიფიცირება მოახდინოს ზოგადი მონაცემთა დაცვის რეგულაციებისა (GDPR) და სხვა ჩარჩოების, მალევე მიიქცია ყურადღება გლობალური გიგანტების, როგორებიცაა Meta, Vodafone და UBS. მისი საკონსულტაციო მომსახურების გამორჩეული იყო არა მხოლოდ მისი ცოდნით, არამედ მისი მიდგომითაც. “მთავარი იდეა იყო, რომ ეს რეგულაციები ისე ჩამოეყალიბებინა, რომ ყველას გაეგო,” — განმარტავს ჯამალი.
საკონსულტაციო მომსახურების მიღმა, ჯამალის გავლენა ფართოვდება Privacy Pros Academy-ის საშუალებით, რომელიც მან დააარსა კონფიდენციალურობის სწავლების დემოკრატიზაციის მიზნით. აკადემია უკვე 33,000-მდე პროფესიონალს ემსახურება 137 ქვეყანაში და უზრუნველყოფს მომავალი თაობას და მომავალ მონაცემთა კონფიდენციალურობის დაცვის ექსპერტებს, ჰქონდეთ ყველა საჭირო ინსტრუმენტი წარმატების მისაღწევად, მათი ტექნიკური გამოცდილების მიუხედავად. “მინდოდა, დარწმუნებულიყავი, რომ ყველას, მათი გარემოებების მიუხედავად, შეეძლო გამხდარიყო მსოფლიო დონის მონაცემთა კონფიდენციალურობის ექსპერტი,” — ამბობს ჯამალი. “რომ უფრო მეტი ადამიანი იბრძვის მონაცემთა დაცვისათვის, მით უფრო ძლიერდება ჩვენი ინდუსტრია.”
გამოწვევების გადალახვა სწრაფად განვითარებად ინდუსტრიაში
ტექნოლოგიური სექტორი განიცდის უპრეცედენტო გამოწვევებს, რადგან რეგულაციური ჩარჩოები, როგორიცაა GDPR, კვლავ ახლებურად წარმართავენ ბიზნეს პრაქტიკებს მსოფლიო მასშტაბით. ჯამალ აჰმედი გახდა მთავარი ფიგურა ,რომელიც ეხმარება ორგანიზაციებს არა მხოლოდ რეგულაციების შესრულებაში, არამედ კონფიდენციალურობის კონკურენტული უპირატესობად ქცევაში. მისი საკონსულტაციო მომსახურება კომპანიებს დაეხმარა,მონაცემთა კონფიდენციალურობა, სამართლებრივი საჭიროებიდან მომხმარებლის ნდობის ქვაკუთხედში გარდაექმნა.
“ბიზნესი, დღეს უზარმაზარი ზეწოლის ქვეშ არიან, რომ დაიცვან თავიანთი მომხმარებლების პირადი ინფორმაცია,” — აღნიშნავს ჯამალი. “რასაც მე ვთავაზობ, არის პრაქტიკული გზა, რომ მათ ამ გამოწვევებს პირდაპირ გაუმკლავდნენ და კონფიდენციალურობის გამოყენებით მომხმარებლის ნდობა მოიპოვონ.” ამ პრაქტიკულმა და ეთიკურმა მიდგომამ Kazient Privacy Experts-ს დაუმკვიდრა ისეთი კომპანიის სახელი, რომელიც სთავაზობს როგორც მოქმედ,ასევე ეფექტურ გადაწყვეტილებებს.
ჯამალის გამორჩეულ მიღწევათაგან ერთ-ერთი არის მისი მსოფლიოს მასშტაბით რეიტინგული პოდკასტი, Privacy Pros, რომელიც გახდა გადამწყვეტი რესურსი პროფესიონალებისთვის, რომლებიც ნავიგაციას უწევენ მონაცემთა კონფიდენციალურობის კანონის სირთულეებს. “ცოდნა ძალაა, განსაკუთრებით ისეთ დინამიურ სფეროში, როგორიც არის მონაცემთა კონფიდენციალურობა,” — აღნიშნავს ჯამალი. “რაც უფრო მეტი ინფრომაცია აქვთ კომპანიებს, მით უკეთ აღჭურვილები არიან,რომ დაიცვან საკუთარი კომპანიები და მათივე მომხმარებელი”
მიუხედავად მისი მრავალი წარმატებისა, ჯამალს ძალიან თავმდაბლური დამოკიდებულება აქვს ძლიერი კონკურენტების მიმართ, როგორიცაა დიდი ოთხეული და წამყვანი სამართლებრივი კომპანიები. “ჩვენი კონკურენტებს აქვთ რესურსები და აღიარება, მაგრამ რასაც ჩვენ ვთავაზობთ არის რაღაც უნიკალური—მორგებული პრაქტიკულობა და ხელმისაწვდომობა,” — ამბობს ის. ეს ხაზს უსვამს მის ძირითად პრინციპს:ისეთი კონფიდენციალური გადაწყვეტილებების შექმნა,რომელიც მარტივი, ეფექტურად და ადვილად გასაგები იქნება ყველასთვის.
კონფიდენციალურობა როგორც უფლება და არა როგორც პრივილეგია
ჯამალის სამომავლო ხედვა არის , რომ კონფიდენციალურობა უნდა იყოს უნივერსალური უფლება,და არა ფუფუნება, რომელიც მხოლოდ რამდენიმე ადამიანს ეხება. მისი საკონსულტაციო კომპანია მზად არის მნიშვნელოვანი ზრდისთვის, აპირებენ გაფართოებას ჩრდილოეთ ამერიკაში, ახლო აღმოსავლეთში და ინდოეთში — რეგიონები, სადაც პრაქტიკულ კონფიდენციალურ გადაწყვეტილებებზე მოთხოვნა იზრდება.
მაგრამ ჯამალის მისია მეტია ვიდრე გეოგრაფიული გაფართოება. Privacy Pros Academy-ის საშუალებით ის ხელს უწყობს მრავალფეროვნებას ინდუსტრიაში, ,რაც შესაძლებლობებს აძლევს ნაკლებად პოპულარულ ჯგუფებს. “როდესაც აკადემიის დაარსება დავიწყე, ეს მხოლოდ განათლების შესახებ არ იყო,” — განმარტავს ჯამალი. “ეს იყო იმ შესაძლებლობის შექმნა ადამიანებისთვის, ვისაც ამის მიღების საშუალება არ ექნებოდა.”
მისი ვალდებულება ინკლუზიისა და ხელმისაწვდომობის მიმართ გახდა მისი კარიერის განმსაზღვრელი მახასიათებელი.მომავალი ლიდერების მომზადებიდან დაწყებული,კონფიდენციალურობის ინსტრუმენტებზე თანასწორი ხელმისაწვდომობისათვის, ჯამალის გავლენა მუდმივად იზრდება. “პრივატულობა არ არის ფუფუნება—ეს უფლებაა,” — ხაზს უსვამს ის. “და ჩვენ უნდა ვიზრუნოთ, რომ ეს უფლებები დაცული იყოს ყველასთვის და ყველგან.”
S