Bitcoin-ის ახალი რეკორდი | კრიპტოვალუტის ფასმა $81,000-ს გადააჭარბა

Bitcoin-ის ახალი რეკორდი | კრიპტოვალუტის ფასმა $81,000-ს გადააჭარბა

აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევისა და კონგრესში კრიპტომეგობრული წარმომადგენლების მოხვედრის შემდეგ, კრიპტოაქტივების ბაზარზე მზარდი ტენდენცია შეინიშნება. კრიპტოგარემოს გაუმჯობესების მოლოდინით, ყველაზე მსხვილი კრიპტოვალუტა Bitcoin-ის ფასი ისტორიულ მაქსიმუმზეა.

Bitcoin-ის ღირებულებამ რამდენიმე საათის წინ რეკორდულ $81,000-ს გადააჭარბა, ამჟამად კი ბირჟაზე $81,130-ად ივაჭრება. ღამის განმავლობაში ყველაზე მსხვილი კრიპტოვალუტის ფასმა $81,899-ს მიაღწია. Bitcoin-ის ფასი მიმდინარე წლის მინიმალურ მაჩვენებელზე ($38,505) ორჯერ მეტია.

ფინანსური ანალიტიკოსების განმარტებით, კრიპტოაქტივების ფასის რეკორდული ზრდა დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო დაპირებების შედეგია. შეგახსენებთ, რომ ტრამპს შეერთებული შტატების „მსოფლიოს კრიპტო-დედაქალაქად“ ქცევა სურს. გარდა ამისა, მისი ინიციატივით Bitcoin-ის ეროვნული მარაგიც უნდა შეიქმნას. მსგავსი განცხადებები კი ინვესტორებისათვის დადებითი წინაპირობების მანიშნებელია.