აშშ-ის ჰელსინკის კომისიამ საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ახალი განცხადება გამოაქვეყნა

აშშ-ის ჰელსინკის კომისიამ საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ახალი განცხადება გამოაქვეყნა

აშშ-ის ჰელსინკის კომისიამ საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით X-ის ოფიციალურ გვერდზე კიდევ ერთი განცხადება გამოაქვეყნა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ქართული ოცნება“ ქართველებს ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ გზას აცილებს, რომელიც თავად ხალხმა აირჩია. ამის საპირისპიროდ კი, ქვეყანას აგრესორებთან აახლოებს, რომლებსაც დემოკრატიული მსოფლიო წესრიგის შერყევა აქვთ განზრახული.

„ქართველი ხალხის მასობრივი წინააღმდეგობის მიუხედავად, „ქართული ოცნება“ მსოფლიოს ავტოკრატებთან ინტეგრაციას აგრძელებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

აშშ-ის ჰელსინკის კომისია ბოლო პერიოდში „ქართული ოცნების“ ირანთან, ჩინეთთან და რუსეთთან დაახლოების აქტიურ მცდელობებზე ამახვილებს ყურადღებას და ამის მაგალითად ივნისში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ირანის პრეზიდენტ ფეზეშქიანის ინაუგურაციაზე დასწრება, აგვისტოში კი ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების  გაფორმება მოჰყავს. შედეგად, ჩინური კონსორციუმი ამჟამად ანაკლიაში მასშტაბურ ღრმაწყლოვან პორტს აშენებს.

„თუ „ქართული ოცნება“ შეძლებს ძალაუფლების შენარჩუნებას, პარტია საქართველოს გადააქცევს ძალაუფლების პროექციისა და ეკონომიკური შესაძლებლობის ადგილად არა მხოლოდ მისი რუსი მფარველებისთვის, არამედ ჩინეთისა და ირანისთვის, რომლებთანაც უფრო მეტად დაახლოვდა“, – ნათქვამია განცხადების ბოლოს.