ილონ მასკის მიერ დღეს დილით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დახურვას „დაეთანხმა“. შეგახსენებთ, აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებამდე რამდენიმე საათით ადრე, აშშ-ის ახალმა პრეზიდენტმა სააგენტოს ხელმძღვანელობას „რადიკალი შეშლილების ჯგუფი“ უწოდა.
მასკმა USAID-ის შესახებ X Spaces-ის სტრიმინგის დროს ისაუბრა, რომელიც მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის (DOGE) მუშაობის განსახილველად გაიმართა. მილიარდერმა განაცხადა, რომ ტრამპთან ინფორმაცია რამდენჯერმე გადაამოწმა და მას USAID-ის დახურვაზე ჰკითხა, პრეზიდენტმა კი უპასუხმა – დიახ, „ჩვენ მას ვხურავთ“.
სენატორმა ჯონი ერნსტმა, რომელიც სტრიმინგს ესწრებოდა, განაცხადა, რომ თუ USAID-ის მიზნებში „ნამდვილად კარგი პროამერიკული პროგრამებია“, ისინი სახელმწიფო დეპარტამენტის ქვეშ უნდა გადავიდეს, „სათანადო ზედამხედველობაში“.