ტრამპმა კანადურ ფოლადსა და ალუმინზე 50%-იანი ტარიფების დაწესება გადაწყვიტა

ტრამპმა კანადურ ფოლადსა და ალუმინზე 50%-იანი ტარიფების დაწესება გადაწყვიტა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, კანადური ფოლადისა და ალუმინის ყველანაირი პროდუქტის იმპორტზე ტარიფებს გააორმაგებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ორივეს შემთხვევაში 50%-იან გადასახადი ამოქმედდება. ეს ნაბიჯი აშშ-ის ჩრდილოელ მეზობელთან სავაჭრო ომს კიდევ უფრო გააღრმავებს.

ტრამპმა გეგმის შესახებ Truth Social-ზე დაწერა. მან განაცხადა, რომ კანადისთვის ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე 25%-იან ტარიფებს დააწესებს – უკვე დაგეგმილი გლობალური 25%-იანი გადასახადის გარდა. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ეს გადაწყვეტილება ონტარიოს მიერ ელექტროენერგიაზე 25%-იანი ტარიფის დაწესების საპასუხოდ მიიღო.

დონალდ ტრამპის განცხადებით, კანადური ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე ტარიფები ძალაში 12 მარტიდან შევა.

მან ასევე აღნიშნა, რომ გამოაცხადებს „ეროვნულ საგანგებო მდგომარეობას ელექტროენერგიის საფრთხის ქვეშ მყოფ ზონაში“, რომელიც მინესოტას, მიჩიგანსა და ნიუ-იორკს მოიცავს.

გარდა ამისა, დონალდ ტრამპი კანადას ავტომობილების იმპორტზე ტარიფების გაზრდითაც დაემუქრა, რასაც 2 აპრილს გლობალური საპასუხო ტარიფების ტალღის ამოქმედებისას გეგმავს, თუ ქვეყანა აშშ-ის პროდუქციისთვის დაწესებულ გადასახადებს არ გააუქმებს. მათ შორის, პრეზიდენტმა მოუწოდა კანადას, მოხსნას ტარიფები ამერიკული რძის პროდუქტების იმპორტზე, რომელიც 241%-დან 299%-მდე მერყეობს.

ცნობისთვის, ონტარიოს პრემიერ-მინისტრმა, დაგ ფორდმა აშშ-ისთვის ელექტროენერგიაზე 25%-იანი გადასახადი დააწესა და აღნიშნა, რომ იგი ძალაში დარჩება მანამ, სანამ ტრამპი ახალ ტარიფებს არ მოხსნის და დამატებითი ტარიფების შესახებ მუქარის რიტორიკას არ შეცვლის. ცნობისთვის, ონტარიო ელექტროენერგიას აშშ-ის სამ შტატში დაახლოებით 1.5 მილიონ სახლსა და ბიზნესს აწვდის.

ამასთან, ონტარიომ ამერიკული ლიქიორი გაყიდვიდან ამოიღო, ილონ მასკის Starlink-თან 100 მილიონი დოლარის ღირებულების კონტრაქტი გააუქმა და ამერიკულ კომპანიებს სახელმწიფო შესყიდვების კონტრაქტების დადება აუკრძალა.