„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის

„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის

„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის. კომპანია როგორც საცალო, ისე კორპორაციული მომხმარებლების ბრენდთან ურთიერთობის გამოცდილების გაუმჯობესებისათვის, თანამედროვე ტექნოლოგიებს ავითარებს. განახლებული აპლიკაცია, ახალი ვებგვერდი და AI-ტექნოლოგიები, რომელიც ბიზნესპროცესების ოპტიმიზაციისა და ავტომატიზაციისთვის ინერგება, „ვისოლს“ შესაძლებლობას მისცემს, იყოს ლიდერი არა მხოლოდ საწვავის ბაზარზე, არამედ ციფრულ სერვისებში.

„„ვისოლმა“ საქართველოს ნავთობბაზარზე 25-წლიანი წარმატებული საქმიანობის შემდგომ ბრენდის განახლებასთან ერთად მომხმარებლებისთვის ციფრული ეკოსისტემის შექმნა სტრატეგიულ ხედვად აქცია. კომპანიის მობილური აპლიკაცია და ვებგვერდი დღეს, არა მხოლოდ ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე და მომხმარებლის ერთგულებაზეა ორიენტირებული, არამედ მათ ყოველდღიურ საჭიროებებს ეხმიანება. ციფრული ტრანსფორმაციის პროცესი „ვისოლში“ გამოწვევების ფორმულირებით და შესაძლებლობების ანალიზით დაიწყო. შესაბამისად, კომპანია განაგრძობს ინოვაციებზე ორიენტირებულ განვითარებას და მომხმარებელთან ციფრული ურთიერთობის გამყარებას“ – განაცხადა ჯაბა ბოკუჩავამ, „ვისოლისა“ და „სმარტის“ მარკეტინგის დირექტორმა.

„ვისოლის“ განახლებული მობილური აპლიკაცია, რომელიც 2025 წლის იანვარში ამოქმედდა, კომპანიის ციფრული ტრანსფორმაციისაკენ სწრაფვის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პლატფორმაა. თავდაპირველად ლოიალობის პროგრამაზე ორიენტირებული აპლიკაცია ახლა გაცილებით მრავალმხრივ ფუნქციონალს სთავაზობს მომხმარებელს.

განახლებებმა მოიცვა რედიზაინი, რაც მომხმარებლის გამოცდილებას უფრო ინტუიციურს ხდის. დაემატა რუკის გაუმჯობესებული ფუნქციონალი უახლოესი ბენზინგასამართი სადგურების მოსაძებნად, პერსონალიზებული კატეგორიები, ინტეგრირებული გადახდები და ავტომობილის სერვისების მართვის მოდული.

„ვისოლის“ მობილური აპლიკაცია 2023 წლიდან არსებობს. აპლიკაციის საშუალებით მომხმარებელი მომენტალურად იღებს 15 თეთრის ფასდაკლებას თითოეულ ლიტრ საწვავზე. „ვისოლში“, „სმარტსა“ და „ვინტოში“ განხორციელებული ტრანზაქციების მიხედვით კი, მათ 25 თეთრამდე ფასდაკლების მიღებაც შეუძლიათ. მომხმარებელს სამივე ბრენდში გადახდილი თანხის 1% ქულების სახით ერიცხება. ქულების დახარჯვა კი შესაძლებელია როგორც „ვისოლის”, ისე “სმარტისა” და  “ვინტოს” ობიექტებში. მომხმარებელს ერთგულებისთვის სხვა საჩუქრებიც ელის.

„ვისოლის“ ციფრული ტრანსფორმაციის სტრატეგიის ერთ-ერთ მთავარ კომპონენტს წარმოადგენს კომპანიის ახალი ვებგვერდიც, რომელიც 2024 წლის დეკემბერში ამოქმედდა. განახლებული პლატფორმა მიზნად ისახავს კომპანიის ბიზნესსაქმიანობის, პროდუქტებისა და სერვისების შესახებ ინფორმაციის გამარტივებულ მიწოდებას, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მომხმარებლის გამოცდილებას.

ვებგვერდი სტრუქტურირებულია სამი ძირითადი მიმართულებით: ბიზნესი – პლატფორმა ბიზნესკლიენტებისთვის მოიცავს სრულყოფილ ინფორმაციას საწვავის ბარათების, საწვავის მიწოდების და სხვა კორპორაციული მომსახურებების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ლიდების გენერაციას, რათა კომპანიამ ეფექტიანად მიიზიდოს ახალი კორპორაციული კლიენტები.

საცალო მომხმარებლები – განახლებული ინტერფეისი მომხმარებლებს აძლევს შესაძლებლობას, მარტივად მოძებნონ უახლოესი ბენზინგასამართი სადგურები, გაეცნონ აქციებს და სპეციალურ შეთავაზებებს. ვებგვერდი აერთიანებს მომხმარებელზე მორგებულ ფუნქციონალებს, რაც მათ აძლევს კომფორტულ და სწრაფ წვდომას საჭირო ინფორმაციაზე.

კომპანიის შესახებ – განყოფილებაში მოცემულია „ვისოლის“ ისტორია, მისი ღირებულებები და მისია, რაც ეხმარება ვიზიტორებს უკეთ გაიცნონ კომპანიის კორპორაციული კულტურა.

ვებგვერდის დიზაინი შესრულებულია თანამედროვე სტანდარტების მიხედვით, ადაპტირებულია ყველა მოწყობილობაზე და უზრუნველყოფს სწრაფი და კომფორტული ნავიგაციის შესაძლებლობას. მისი მოქნილი სტრუქტურა აძლიერებს ბრენდის სანდოობას და პოზიციონირებას ბაზარზე.

„ვისოლის“ ბიზნესპროცესების ოპტიმიზაციისა და ავტომატიზაციისთვის ამჟამად ინერგება AI-ტექნოლოგიები, რომელიც საბოლოოდ კომპანიის საერთო ეფექტიანობის გაზრდას, ხარჯების შემცირებას და სხვა ორგანიზაციული სარგებლის მიღებას ისახავს მიზნად.