ახალი მაღაზია უბრალო მორიგი სავაჭრო წერტილი არ არის. პირველად საქართველოში, Bang & Olufsen ხსნის შოურუმს, რომელიც შემოგვთავაზებს აუდიო ტექნიკის გამორჩეულ მოდელებს, პერსონალიზაციის ფართო შესაძლებლობებსა და ექსკლუზიურ ლიმიტირებულ სერიებს.
თბილისის სივრცე შექმნილია რათა სტუმრებს მიეცეთ შანსი, სრულად მიიღონ Bang & Olufsen-ის გამოცდილება — ბრენდისთვის დამახასიათებელი დიზაინი, ბგერითი სრულყოფილება და პერსონალური მომსახურება.
ახალი სტარტი პრემიუმ აუდიო სამყაროში
Bang & Olufsen – ბრენდი რომელიც ცნობილია გამორჩეული დიზაინით, უმაღლესი ხარისხის ჟღერადობით და დაუვიწყარი ოსტატობით, ახალ სათავეს იღებს საქართველოში. თბილისში იხსნება ბრენდის სრულიად ახალი კონცეფციის შოურუმი — ფორმატი და პროდუქციის ასორტიმენტი, რომელიც აქამდე ქართულ ბაზარზე ჯერ არ გვინახავს. ეს გაბედული და ამავე დროს მომგებიანი ნაბიჯი მსოფლიო კლასის დანიურ ბრენდს რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე ცოცხალ და სწრაფად მზარდ ქალაქთან აკავშირებს და სრულად გარდაქმნის ქართულ წარმოდგენას პრემიუმ ტექნიკაზე.
Bang & Olufsen 1925 წლიდან მოყოლებული ქმნის უნიკალურ გამოცდილებას – რომელიც ხმის, დიზაინის და ტექნოლოგიის უნიკალური სინთეზია. ლეგენდარული დინამიკებით დაწყებული, უახლესი ყურსასმენებითა და სახლის გასართობი სისტემებით დასრულებული, B&O რჩება იმ ადამიანების ფავორიტად, ვისთვისაც ხარისხი, სტილი და ინოვაცია თანაბრად მნიშვნელოვანია.
ახლა კი, თბილისის შოურუმის გახსნით, Bang & Olufsen კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ზუსტად იცის — სად და როდის უნდა გადადგას შემდეგი დიდი ნაბიჯი.
რატომ თბილისი? რატომ ახლა?
ბოლო წლებში თბილისი რეგიონის კულტურულ ეპიცენტრად იქცა და მიიზიდა არაერთი გლობალური ბრენდი – მოდის, ტექნოლოგიებისა და მომსახურების სფეროებში. გაიზარდა მოთხოვნა პრემიუმ გამოცდილებაზე — სწორედ ამიტომ გადაწყვიტა Bang & Olufsen-მა ამ ქალაქში ახალი თავგადასავლის დაწყება.
„ჩვენი მისია არა მხოლოდ მაღაზიის გახსნა, არამედ ინოვაციური ემოციური გამოცდილების იმ აუდიტორიისთვის გაზიარებაა, რომელიც გემოვნებით არჩევს ტექნიკას“ — ამბობს ASBC საქართველოს გენერალური მენეჯერი, ანზორ ლომიძე. „თბილისის განვითარებამ, ესთეტიკურმა სიღრმემ და მაღალ ხარისხზე მოთხოვნამ განაპირობა, ბრენდის გადაწყვეტილება ეპოვა ახალი სახლი საქართველოში.
თბილისო, გაიცანი ხმის მომავალი
ახალი სივრცე განასახიერებს Bang & Olufsen-ის გლობალურ მაღაზიათა ფორმატს და პირველად გამოჩნდება საქართველოში. სტუმრებს დახვდებათ:
- პერსონალური კონსულტაციები სახლის აუდიოსა და ინტერიერთან ინტეგრაციისთვის;
- პროდუქტთან უშუალო შეხება და მოსმენა — რათა თავად შეიგრძნოთ B&O-ს ხარისხი;
- დიზაინის და ტექნოლოგიის უბადლო სინთეზის მქონე გარემო;
- მაღალკვალიფიციური მომსახურება, მათ შორის კონსიერჟი, რომელიც სტუმარს მთელი პროცესის განმავლობაში გაუწევს მეგზურობას — არჩევიდან მომსახურებამდე.
საქართველოში კი ეს ყველაფერი ქმნის ახალ სტანდარტს პრემიუმ აუდიო მაღაზიებისთვის — სადაც ფორმა, ფუნქცია და დახვეწილობა ერთ სივრცეში ერთიანდება.
ექსკლუზიური გახსნის ღონისძიება
მიუხედავად იმისა, რომ ყველა დეტალი ჯერ კიდევ არ არის გასაჯაროებული, Bang & Olufsen Galleria Tbilisi-ში უკვე ემზადება სტუმრების მისაღებად. ოფიციალური გახსნა გაიმართება 30 აპრილს — ეს იქნება მნიშვნელოვანი ეტაპი საქართველოში პრემიუმ ტექნიკის სფეროსთვის და აუცილებლად გადააჭარბებს მოლოდინებს როგორც ჟღერადობით, ასევე დიზაინითა და ინოვაციით.
როდესაც ტექნიკა იქცევა სტილად
ამ ნაბიჯით, Bang & Olufsen საქართველოში არა უბრალოდ ბრენდის სახით შემოდის, არამედ იწყებს ახალი ცხოვრების სტილის ფორმირებას — იქ, სადაც ტექნოლოგია ხელოვნებას ხვდება.
„ჩვენ გვჯერა იმ გამოცდილებების შექმნის, რომლებიც ტექნოლოგიას სცდება,“ — აცხადებს შოურუმის მენეჯერი, გიორგი ყაზახაშვილი. „თბილისი მზად არის გამორჩეული გამოცდილებისთვის — და ჩვენ გვეამაყება, რომ ამის ნაწილი ვართ.“
გაიგე როგორ ჟღერს დახვეწილობა
Bang & Olufsen-ის ახალი მაღაზია თბილისში სტუმრებს პირველად 30 აპრილს უმასპინძლებს. ეს არის მოსაწვევი მათთვის, ვინც უსმენს, ქმნის, ან უბრალოდ ეძებს ხმის მომავალს.
იყავი ერთ-ერთი პირველი სტუმარი!
დარეგისტრირდი – მიიღე ექსკლუზიური ინფორმაცია გახსნის დღის შესახებ და ისარგებლე შოურუმში პერსონალური დახვედრით.
Bang & Olufsen · 30 აპრილი · Galleria Tbilisi, G სართული
S