Touch RGB-ის პროგრამა უკვე ცნობილია

Touch RGB-ის პროგრამა უკვე ცნობილია

24 აპრილს Touch Plarform-ის ორგანიზებით თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინფესტივალი Touch RGB გაიმართება. პროგრამა უკვე ცნობილია და მას სრულად ფესტივალის ოფიციალურ ვებგვერდზე შეგიძლიათ გაეცნოთ. 

Touch RGB-ის კარი 10 საათიდან გაიხსნება რეგისტრაციებისთვის, სცენა კი 11 საათიდან. სცენაზე 30-წუთიანი ქინოუთ პრეზენტაციებით წარდგებიან როგორც მოწვეული სპიკერები, ასევე ადგილობრივი პროფესიონალები ციფრული დიზაინის სხვადასხვა სფეროდან – UI/UX, Motion, ბრენდის იდენტობა, 3D/2D დიზაინი, ანიმაცია და სხვა. 

სცენის პარალელურად მთელი დღის განმავლობაში აქტიური იქნება Class Room, რომელიც დღის განმავლობაში ოთხ საინტერესო ვორკშოპს უმასპინძლებს:

  1. “Breaking the Grid to Rebuild It: Advanced Layouts with Purpose” – DAS-ის ლექტორები თათა გუშარაშვილი და გიო ვასაძე წარმოგვიდგენენ. 
  2. “Many Faces, One Type” – რომელსაც Typeface.ge-ის ტიპოგრაფიის დიზაინერი, ალექსანდრე ჩარკვიანი ჩაატარებს. 
  3. “AI in Animation: A New Creative Era or a Quick Fix?” – Comm School-ის ორი ლექტორის, ჯონი კვეზერელისა და გიორგი კორგანობის საავტორო ვორკშოპი.
  4. “The DNA of Modern Design Systems – Let’s talk tokens”  – საბა ჩიტაიშვილი, TBC Bank. 

შეგახსენებთ, რომ ვორკშოპზე დასასწრებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია. რეგისტრაციები ღონისძიების წინა დღეს დაიწყება. 

დღის მეორე ნახევარში ასევე გაიხსნება პორტფოლიო რევიების სივრცე, სადაც ყველა დამსწრე დელეგატს ექნება საშუალება ერთი-ერთზე გაისაუბროს და გაიაროს კონსულტაცია ფესტივალის სპიკერებთან და საკუთარ ნამუშევრებზე ღირებული უკუკავშირი მიიღოს. 

ფესტივალის ფარგლებში ასევე ღია იქნება საგამოფენო სივრცე, რომელიც საინტერესო ინსტალაციას და მუსიკალურ პერფორმანსს უმასპინძლებს. 

ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთის შეძენა ჯერ კიდევ შესაძლებელია ფესტივალის ვებსაიტზე

Touch RGB-ის  მთავარი მიზანი ადგილობრივ და რეგიონის დიზაინ ქომუნითის მხარდაჭერაა, პროფესიული უნარების განვითარების, ახალი კონტაქტებისა და მსოფლიო ბაზრისთვის მომზადების გზით. 

Მთავარი პარტნიორები: საქართველოს ბანკი, Fabrika, Holy Motors, GIPA

პარტნიორები: Lost&Found, Episode 

ქომუნითი პარტნიორები: Design Institute, Comm School, DAS, Smart Academy, ACAG, ProductTank 

Მედია პარტნიორები: Marketer.ge, Forbes.ge, Entrepreneur.ge, Next.on.ge, AT.ge. 

ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ფესტივალის ვებგვერდს ან Facebook ივენთს