თიბისი განაწილებით, ყოველი თვის წყვილ თარიღში, სურვილები რეალობად იქცევა

თიბისი განაწილებით, ყოველი თვის წყვილ თარიღში, სურვილები რეალობად იქცევა

ხშირად, როცა საათი 11:11-ს აჩვენებს და სიმეტრიული რიცხვები თითქოს საკუთარ ენაზე გვესაუბრებიან, ჩერდები, რომ დიდი ხნის ნანატრი სურვილი ჩაიფიქრო. ამ დროს ადამიანებს ხშირად გვჯერა, რომ რადგან საათის სიმეტრიულ რიცხვებს ვამჩნევთ, სამყარო თითქოს  სურვილების ასრულებას გვპირდება. ზოგჯერ ეს სურვილები მართლაც ხდება, ზოგჯერ, სამწუხაროდ, არა. თუმცა, მთავარია, ჩვენ გვჯერა, რომ მაგიური წამები, როდესაც ციფრები კანონზომიერად მეორდება, ბევრ ჯადოსნობას გვპირდებიან. თიბისის განაწილების გუნდსაც სწორედ ასეთი ტრადიცია გვაქვს  – როდესაც კალენდარზე ან საათზე სიმეტრიული ციფრები გვხვდება, სურვილს აუცილებლად მთელი გულით ვიფიქრებთ ხოლმე.

გვჯერა, რომ ასეთი მარტივი პატერნული დამთხვევები, როგორც ჩვენში, ისე სხვა ადამიანებშიც დიდ მოლოდინებს ქმნიან. და რადგან, უკვე დიდი ხანია, მომხმარებლის ოცნებების ასრულება ჩვენი გუნდის მთავარი პრიორიტეტია, ყოველი თვის წყვილ თარიღში გადავწყვიტეთ, განაწილების ჯადოსნურ პროდუქტსაც დამატებითი მაგიურობა შევძინოთ. გვსურს, რომ წყვილი თარიღები, ანუ დრო, როდესაც რიცხვი და თვე ერთმანეთს ემთხვევა, არა მხოლოდ ჩუმი სურვილების ჩაფიქრების წამად და უბრალოდ სიმეტრიული რიცხვების გამეორებად, არამედ განაწილებით ამ სურვილების ახდენის თარიღებად ვაქციოთ.

როგორ ვაკეთებთ ამას? წყვილი თარიღები განაწილების დღეებად დავამკვიდრეთ და ასეთ დღეებში ერთგულ მომხმარებლებს პარტნიორ მერჩანტებთან ექსკლუზიურ აქციებს ვთავაზობთ. განაწილების მომხმარებლებმა უკვე გარანტირებულად იციან, რომ სურვილებს, რომლებსაც 05/05-ში, 06/06-ში, 11/11-ში და ა.შ ჩაიფიქრებენ, აუცილებლად ახდება! ასევე ის, რომ განსხვავებულ თვეს, განსხვავებულ მერჩანტთან, განსხვავებული სურვილის ასრულებას შეძლებენ.

მორიგი წყვილი თარიღი, როდესაც სურვილების ასრულებას შეძლებთ, 05/05 – ში გელოდებათ, ამიტომ მოემზადეთ და შექმენით თქვენი სურვილების სია.

5 მაისს თიბისი განაწილების მომხმარებლები ჩაფიქრებული სურვილების ასრულებას ჯიპისის, ფარმადეპოს, პსპ-ს და ავერსის ონლაინ ან ფიზიკურ აფთიაქებში შეძლებთ, სადაც მინიმუმ 100 ლარიან შენაძენზე, 50 ლარი ქეშბექი დაგიბრუნდებათ.

მეტი განაწილებით ნივთების შეძენის შემთხვევაში კი, 50 ლარის დაბრუნება თქვენთვის სასურველ ნებისმიერ მაღაზიაში შეგეძლებათ.

05.05-ის შეთავაზებების დეტალური პირობები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

ამასთან ერთად, სულ გახსოვდეთ, რომ როცა თარიღი და რიცხვი ერთმანეთს დაემთხვევა, განაწილებას თქვენი ჯადოსნური სურვილების ასასრულებლად ყოველთვის განსაკუთრებული შეთავაზება ექნება!

S