„შატო კვირიკე“ ფართოვდება: ახალი მასშტაბური პროექტი და რეგიონის განვითარების განსაკუთრებული პოტენციალი

„შატო კვირიკე“ ფართოვდება: ახალი მასშტაბური პროექტი და რეგიონის განვითარების განსაკუთრებული პოტენციალი

ტურიზმისა და ღვინის წარმოების სფეროში უკვე დამკვიდრებული და პოპულარული ლოკაცია — „შატო კვირიკე“ მალე განახლებული სახით წარმოგვიდგება. წარმატებულმა ბიზნესკონცეფციამ ინვესტორებსა და მომხმარებლებს შორის შექმნა მაღალი მოთხოვნა, რის შედეგადაც დეველოპერულმა კომპანია Tower Group-მა დაიწყო მასშტაბური პროექტის — კვირიკე რეზიდენსის განხორციელება. ოთხი ბლოკისგან შემდგარი აპარტ-სასტუმროს კომპლექსი მნიშვნელოვნად გაამრავალფეროვნებს ქობულეთის საცხოვრებელ და საინვესტიციო ბაზარს. პროექტი არა მხოლოდ ზრდის კომპანიის შესაძლებლობებს, არამედ გააძლიერებს რეგიონის განვითარებას ტურიზმისა და ველნეს მიმართულებით.

ლოკაცია — კვირიკე — ქობულეთის იმ ნაწილშია, რომელიც ჯერ კიდევ ინარჩუნებს განვითარების მნიშვნელოვან პოტენციალს. ბუნებრივი გარემო და კულტურული მემკვიდრეობა, მათ შორის კინტრიშის დაცული ტერიტორია, ბერძნული ტაძრები და მეღვინეობის ტრადიცია, ამ პროექტს დამატებით ღირებულებას ანიჭებს.

პროექტის ინფრასტრუქტურა მოიცავს ღია და შიდა აუზებს, ფიტნესს, სპას, საკონფერენციო სივრცეებს, მოქმედ მარანსა და ვენახს. ცენტრალური პიაცა კაფეებითა და კომერციული ზონებით მაცხოვრებლებს სთავაზობს არა მხოლოდ სერვისს, არამედ სრულფასოვან სოციალურ გამოცდილებას. ამ ეკოსისტემაში ინტეგრირება ავტომატურად გულისხმობს შატო კვირიკესა და შალე კვირიკეს არსებულ ინფრასტრუქტურაზე სრულ წვდომასაც.

კვირიკე რეზიდენსის არქიტექტურა პასუხობს როგორც ესთეტიკურ, ისე ფუნქციურ მოთხოვნებს. ქვედა სართულებზე არსებული თაღოვანი კოლონადები ქმნის ღია, სინათლით გაჯერებულ სივრცეს, სადაც განთავსებულია იტალიური სტილის პიაცა და კაფეები. ზემოთა სართულების ტრადიციული ორნამენტული აივნები, აგურისფერი ფასადი და ცისფერი ელემენტები დასავლეთ საქართველოს ხის არქიტექტურის თანამედროვე ინტერპრეტაციას წარმოადგენს და კულტურულ იდენტობას უსვამს ხაზს. 

პროექტის საინვესტიციო პოტენციალი მაღალი რენტაბელურობით გამოირჩევა. მრავალფუნქციური ინფრასტრუქტურა და უკვე არსებული ტურისტული ნაკადი ქმნის სტაბილურ ქირავნობას წლის ნებისმიერ სეზონზე. თავის მხრივ, ქობულეთი, როგორც ნაკლებად ათვისებული, თუმცა მზარდი მიმართულება, ინვესტორებს სთავაზობს სტრატეგიულად ხელსაყრელ პირობებს და მაღალ უკუგებას. ამასთან, რეგიონის ველნეს-ტურიზმის პოტენციალი დამატებით აძლიერებს მოთხოვნას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე. შიდა სერვისებისა და მენეჯმენტის გამართული სისტემა კი უზრუნველყოფს მომსახურების მაღალ ხარისხს, მომხმარებელთა კმაყოფილებასა და პროგნოზირებად შემოსავლებს გრძელვადიან პერსპექტივაში.

კვირიკე რეზიდენსის აპარტამენტების ფასი, მხოლოდ წინასწარი გაყიდვების პერიოდში, 950 აშშ დოლარიდან იწყება. შეთავაზება მოიცავს გადახდის მოქნილ პირობებს და დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ოფიციალურ ვებგვერდს.

S