BMW-ის სათავო ოფისის ორგანიზებითა და BMW-ისა და MINI-ის ოფიციალური იმპორტიორის, GT Motors-ის პარტნიორობით, ივნისის მეორე ნახევარში, BMW-ის გლობალური პროექტის, #BMWdriveit-ის ფარგლებში გაიმართა საერთაშორისო ღონისძიება სახელწოდებით X-Plorer Days, რომელიც მოიცავდა დაუვიწყარ მოგზაურობას ბათუმიდან კახეთამდე BMW X3-ის 2025 წლის მოდელებით.
BMW X-Plorer Days მიზნად ისახავდა ავტომობილის გამოცდილების მაქსიმალურად სიცოცხლით სავსე, ვიზუალურად მდიდარ და კულტურულად ღირებულ მოგზაურობად ქცევას ცნობილი და აქტუალური კონტენტკრეატორებისთვის მთელი მსოფლიოდან. საქართველო, თავისი მრავალფეროვანი პეიზაჟებით, ისტორიითა და სტუმართმოყვარეობით, ამ გლობალური მნიშვნელობის თავგადასავლისთვის იდეალურ ადგილად იქცა. ახალმა BMW X3-მა ბენზინის, დატენვადი ჰიბრიდითა და დიზელის ძრავებით, საქართველოს გზებზე და მის ფარგლებს გარეთ თავისი შესაძლებლობები სრულად წარმოაჩინა და ღონისძიების მონაწილეები დაარწმუნა მის მრავალმხრივ შესაძლებლობებში.
ღონისძიების საერთაშორისო მნიშვნელობიდან გამომდინარე, რომელშიც მსოფლიოს 8 ქვეყნის წარმომადგენლები იყვნენ ჩართულნი, BMW-მ GT Motors-თან პარტნიორობით შექმნა კიდევ ერთი შესაძლებლობა საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ცნობადობის ამაღლებისთვის და საქართველოს ტურისტულ ადგილებში გადაღებული კონტენტის მთელ მსოფლიოში გავრცელებისთვის. ღონისძიების ამგვარი მნიშვნელობიდან გამომდინარე GT Motors-მა საორგანიზაციო ნაწილში აქტიურად ითანამშრომლა საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან. ღონისძიების მონაწილეები სტუმრობდნენ აჭარას, იმერეთს, თბილისსა და კახეთს.
„ჩვენთვის უდიდესი პატივია, რომ საქართველო X-Plorer Days-ის დონის მასშტაბური და შთამბეჭდავი საერთაშორისო ღონისძიების თანაორგანიზატორი იყო. BMW-მ შეძლო ისეთი გამოცდილების შექმნა, რომელიც ერთდროულად უსვამს ხაზს BMW X3-ის ახალ შესაძლებლობებს და საქართველოს უნიკალურ კულტურულ და ბუნებრივ მრავალფეროვნებას. ეს არის მორიგი დასტური იმისა, რომ მსოფლიო ბრენდებთან თანამშრომლობით ადგილობრივ გუნდს შეუძლია ხელი შეუწყოს ქვეყნის პოზიტიური იმიჯის გაძლიერებას გლობალურ დონეზე და ამასთანავე უფრო მეტი პრივილეგია შესთავაზოს მომხმარებელსაც” – განაცხადა BMW-ის იმპორტიორთა მარკეტინგული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსმა აფრიკისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, მართინ ცეენთნერმა.
“ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში, გვაქვს შესაძლებლობა, მსოფლიოს გავუზიაროთ საქართველოს ტურისტული პოტენციალი. მსგავი პროექტები არა მხოლოდ მიმართულია საერთაშორისო ცნობადობის გაზრდაზე, არამედ მნიშვნელოვანი წვლილის შემტანია საქართველოს, როგორც ტურისტულად მიმზიდველი და კონკურენტუნარიანი მიმართულების ხელშეწყობაში. სასიხარულოა, რომ მსოფლიო ბრენდები ირჩევენ საქართველოს სხვადასხვა ინიციატივის განსახორციელებლად და ვიზიტორებს სთავაზობენ ხარისხიან და მრავალფეროვან გამოცდილებას.”- აღნიშნა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მაია ომიაძემ.
ღონისძიება სახელწოდებით X-Plorer Days საქართველოში ორ ეტაპად, 16-დან 26 ივნისამდე მიმდინარეობდა. S