გახსოვთ ის პერიოდი, დროის დაზოგვის მიზნით, ონლაინ მაღაზიიდან ნივთს, რომ უკვეთავდით და ლოდინი უსაშველოდ იწელებოდა? წარმოდგენა არ გქონდათ როდის მოგიტანდნენ ან საერთოდ თუ მოგიტანდნენ. პერიოდულად რეკავდით, ბოლოს ნებდებოდით – მორიდებით სთხოვდით, მოვალ და საწყობიდან თავად გავიტანო.
თუ ცხოვრების ეს ეტაპი გამოტოვეთ, მაშინ გაგიმართლათ და ონლაინ შოპინგი იმ პერიოდიდან დაგიწყიათ, როდესაც ქართულ რეალობაში VELI.store გაჩნდა.
უკვე ოთხი წელია, რაც VELI.store-მა ონლაინ შოპინგის ახალი სტანდარტი შემოიტანა- შეძენილი ნივთის მიწოდების სასურველ დროს თავად არჩევ და თბილისის მასშტაბით, მაქსიმუმ 3 საათში, საგულდაგულოდ შეფუთულს იღებ. ეს არის სერვისი, რომელიც მოლოდინს ყოველთვის ამართლებს.
„VELI.store-ის მთავარი ღირებულება მომხმარებელზე ფოკუსირებაა- ისეთი სერვისების შექმნა, რომლებიც ბიზნესის მოგებაზე მეტად, ადამიანების კომფორტსა და სარგებელს ემსახურება. თიბისისთან კოლაბორაცია სწორედ ამ მიდგომის მაგალითია – ორი ბრენდი, რომელიც ერთობლივად ცდილობს გაამარტივოს ადამიანების ყოველდღიური ცხოვრება და შოპინგი სასიამოვნო გამოცდილებად აქციოს“,- ამბობს ნინი ჩაჩანიძე, VELI.store-ის სამომხმარებლო გამოცდილების ხელმძღვანელი.
შოპინგის ახლებური გამოცდილება
ზაფხული საქართველოში მხოლოდ დასვენების დრო არ არის – ეს ხარჯების სეზონიცაა. ოჯახური არდადეგები, მოგზაურობა, ბავშვების გასართობი გეგმები და ყოველდღიური გასავალი ერთდროულად აწვება ბიუჯეტს.
სწორედ ამიტომ, ივლისის შუა რიცხვებში, თიბისისა და VELI.store-ის ერთთვიანი კოლაბორაცია დაიწყო, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, შეამცირონ ხარჯები და მიიღონ დამატებითი სარგებელი.
ერთი თვის განმავლობაში, 17 აგვისტოს ჩათვლით, ყოველდღე, ყველა შეკვეთაზე– ახალი თიბისი ბარათით, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათითა და ერთგული საკრედიტო ბარათებით VELI.store-ზე შოპინგისაას, მომხმარებლებს შეუძლიათ ისარგებლონ 10%-იანი ქეშბექით. კვირაში ორჯერ კი, სრულ ასორტიმენტზე, 30%-იანი ქეშბექი ხვდებათ.
შეგიძლია, 40 გრადუს სიცხეში გარეთ არც გახვიდე და ოთხფეხა მეგობრის საკვები სახლში გამოიძახო. ან თუ მაინც გიწევს გასვლა, მაშინ თადარიგი დაიჭირო და VELI.store-ის მზისგან დამცავი საშუალებების ფართო არჩევანიდან სასურველი SPF შეარჩიო. გადახდილი თანხის ქეშბექი კი, ერთგულ ყულაბაში, მომენტალურად დაგიბრუნდება.
თუ VELI.store-ის სურვილების სიაში მონიშნულ Dyson-ს ხშირად ამოწმებ, ან გგონია, რომ ძველი კონდიციონერი აგვისტოს აუტანელ სიცხეს ვერ გიმსუბუქებს, მაშინ 30 %-იან ქეშბექს დაელოდე და მსხვილ ტექნიკასაც განსაკუთრებული შეთავაზებით შეიძენ.
“ჩვენთვის ამ კოლაბორაციის ყველაზე დიდი ღირებულება არის ის, რომ მომხმარებელი ორივე კომპანიის მხრიდან გრძნობს განსაკუთრებულ ზრუნვას. ჩვენი თანამშრომლობით, ქეშბექი აღარ არის ერთჯერადი სიურპრიზი და მუდმივ ბენეფიტად იქცა, რაც ორივე ბრენდის მომხმარებლებს, განსაკუთრებით ხარჯიან პერიოდში, გონივრულ შოპინგში ეხმარებათ“, – ამბობს ნინი ჩაჩანიძე, VELI.store-ის სამომხმარებლო გამოცდილების ხელმძღვანელი.
შეთავაზება ორივე ტიპის ადამიანებისთვისაა მიმზიდველი: მათთვის, ვისაც შოპინგი სიამოვნებას ანიჭებს და მათთვის, ვისთვისაც საყიდლები ზედმეტი ფიქრი, მაგრამ აუცილებელი საზრუნავია.
13 და 14 აგვისტო ბოლო ორი დღეა, როდესაც თიბისის და VELI.store-ის ზაფხულის ყველაზე დიდი შეთავაზება – 30%-იანი ქეშბექი იმოქმედებს. თითოეულ გადახდაზე ახალი თიბისი ბარათით და ერთგული საკრედიტო ბარათით მაქსიმუმ 100, ხოლო ახალი თიბისი კონცეპტ ბარათით მაქსიმუმ 150 ლარი დაგიბრუნდებათ.
17 აგვისტოს დასრულდება 10%-იანი ქეშბექის შეთავაზება, რომელიც მთელი ზაფხულის განმავლობაში მოქმედებდა.
“VELI.store-თან კოლაბორაციით ჩვენს მომხმარებლებს ვუმარტივებთ ყოველდღიურ ცხოვრებას. ეს პარტნიორობა მათ აძლევს შესაძლებლობას, კომფორტი და სარგებელი ერთ სივრცეში მიიღონ, დაზოგონ დრო და ფინანსური რესურსი“, – ამბობს ბექა ჭაფოძე, თიბისის პარტნიორებთან ურთიერთობის და შეთავაზებების გუნდის ლიდერი.
ეს ერთთვიანი საზაფხულო კამპანია მაგალითია იმის, თუ როგორ შეუძლია ორ ბრენდს გაერათიანდეს საერთო ღირებულებებით და შექმნას შეთავაზება, რომელიც მომხმარებელს ფინანსურ სარგებელთან ერთად, ნდობისა და ლოიალობის გამოცდილებასაც აძლევს.
S