საქართველოს უძრავი ქონების ბაზრის გაჯერებასთან ერთად, სტანდარტული საინვესტიციო მოდელები მოძველდა. Idea Development-ის თანადამფუძნებელი გიორგი ფოცხვერია დარწმუნებულია, რომ მომავალი მონაცემებზე დაფუძნებულ პერსონალიზაციაშია. Idea Invest-ის მეშვეობით, ის ქმნის პლატფორმას, რომელიც ამ ცვლილებას მომზადებული შეხვდება.
Forbes Georgia-სთან ბოლოს დაახლოებით ორი წლის წინ ისაუბრეთ, ძირითადად Oxon Solutions-ზე, რომელსაც დეველოპმენტის, მშენებლობისა და სოფლის მეურნეობის ინდუსტრიებში მრავალფეროვანი პორტფოლიო აქვს. რა შეიცვალა ამ პერიოდში?
ბოლო წლებმა რთული გამოწვევები მრავალ სექტორში წარმოშვა. თუმცა, გრძელვადიან ხედვასა და სტრატეგიულ განვითარებაზე ფოკუსირებით, ამ პერიოდში ასევე საფუძველი ჩაუყარა Oxon Solutions.ის პროგრესსაც.
ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩვენი საქმიანობის ყველა მიმართულებით მნიშვნელოვან ზრდას ვხედავთ. Mkisa-ში სოფლის მეურნეობის პრაქტიკები მნიშვნელოვნად გავაუმჯობესეთ ინოვაციური მეთოდების დანერგვითა და მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი აგროკომპანიისგან — Fall Creek-ისგან ოფიციალური ლიცენზიის მიღებით. ამ პარტნიორობამ საშუალება მოგვცა, მოცვის ორი გამორჩეული ჯიში – Sequoia Crunch-ი და Sequoia Grande ქოთნებზე დაფუძნებული უახლესი სისტემის გამოყენებით გაგვეზარდა, ნაცვლად ნიადაგში დარგვის ტრადიციული მეთოდისა.
ჩვენმა სამშენებლო მიმართულებამ, Idea Construction-მა, ბოლო წლებში არაერთი მასშტაბური პროექტი დაასრულა და ამჟამადაც რამდენიმე მსხვილ პროექტს ახორციელებს. დასრულებული და მიმდინარე პროექტების საერთო ფართობი 450,000 მ²-ს შეადგენს. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ვხელმძღვანელობთ ქვეყნის უდიდეს კერძო პროექტს: საქართველოს პირველ ნავთობგადამმუშავებელ ქარხანას.
რაც შეეხება დეველოპმენტს, Idea Panorama I უკვე მშენებლობის საბოლოო ფაზაშია, ხოლო ასევე დავიწყეთ Idea Panorama II. 100,000 მ²-ზე მეტი აშენებული ფართობით, Idea Development საქმიანობის მასშტაბის ზრდას განაგრძობს. ამ ფლაგმანური პროექტების გარდა, ჩვენს პორტფოლიოში შედის შერეული ტიპის კომპლექსები და მასშტაბური, ექსკლუზიური დასახლებები — თითოეული მათგანი აერთიანებს საცხოვრებელ და კომერციულ სივრცეებს გრძელვადიანი ფუნქციურობისა და მდგრადი მიზიდულობის უზრუნველსაყოფად.
Idea Invest-ის მეშვეობით, გადავწყვიტეთ დეველოპმენტის სექტორში უკვე დამკვიდრებულ პრაქტიკებს ინოვაციების დანერგვით გავცდეთ. გარდა ამისა, ვავითარებთ არაერთი ახალ ინიციატივას გვაქვს. მათ შორის- Oxon Solutions პრემიუმ კლასის საცალო ვაჭრობის სფეროში შესასვლელად ემზადება.
შეგიძლიათ მეტი გვითხრათ პრემიუმ კლასის საცალო ვაჭრობის სფეროში თქვენს გეგმებთან დაკავშირებით?
მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე მნიშვნელოვანი ინიციატივა ჯერ კიდევ არ გაგვისაჯაროებია, შეგვიძლია გაგიმჟღავნოთ, რომ Oxon Solutions ორი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მიმართულებით ფართოვდება: პრემიუმ საცალო ვაჭრობა და საავტომობილო ინდუსტრია. ეს სექტორები მჭიდრო კავშირშია ჩვენს გრძელვადიან ხედვასთან, რომელიც საქართველოს ბაზარზე გლობალურად აღიარებული, მაღალი ხარისხის ბრენდების შემოყვანასა და პრემიუმ გამოცდილების დანერგვას ეხება. წარმოდგენა რომ შეგიქმნათ, თუ რა გველოდება წინ, სიხარულით გატყობინებთ, რომ ამ შემოდგომაზე საქართველოში Aston Martin-ის ოფიციალური პრეზენტაციაა დაგეგმილი. აღნიშნული ღონისძიება, აღბეჭდავს უფრო ფართო სტრატეგიის დასაწყისს — რეგიონში მემკვიდრეობითი ბრენდების შემოტანასა და პრემიუმ სექტორის განვითარებას.
Oxon Solutions სწრაფად გაიზარდა. რა იყო ის გარდამტეხი მომენტი ან გადაწყვეტილება, რამაც ეს განაპირობა? რა უძღოდა წინ Idea Invest-ის შექმნას?
ჩვენი ზრდა თანმიმდევრული მიდგომით არის განპირობებული:
ჩვენ გადაწყვეტილებებს ვაფუძნებთ ბაზრის ფართო ანალიზსა და კვლევაზე, მაგრამ არ გვეშინია გათვლილი რისკებისაც, როცა ეს საჭიროა. სწორედ გამჭრიახობასა და გამბედაობას შორის დაჭერილი ბალანსი განსაზღვრავს ჩვენს სტრატეგიას.
Idea Invest ბაზარზე არსებული აშკარა ხარვეზების საპასუხოდ შევქმენით. მიუხედავად იმისა, რომ უძრავი ქონების ბაზარი ფართო სურათში ზრდას განაგრძობს, მოკლევადიანი რყევები კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.
მრავალი მასშტაბური საინვესტიციო მოდელი ვერ ახერხებს ბაზრის ამ ორსახოვან ხასიათთან ადაპტაციას. ჩვენ დავინახეთ უფრო მოქნილი და პერსონალიზებული პლატფორმის აუცილებლობა, რომელიც სტაბილურობას სტრატეგიულ მოქნილობასთან დააბალანსებდა.
თქვენი სიტყვებით, Idea Invest ტრადიციული უძრავი ქონების საინვესტიციო მოდელების ფუნდამენტურ ნაკლოვანებებს პასუხობს. რა კონკრეტული პრობლემები დაინახეთ კვლევის პროცესში და როგორ გადაიტანეთ თქვენი მიგნებები Idea Invest-ის მიერ ინვესტორებისთვის გაკეთებულ შეთავაზებაში?
ეს გახლავთ წინასწარ განსაზღვრული ჩარჩოები ფინანსური პირობების, გადახდის გრაფიკებისა და მოდელის სტრუქტურების შესახებ. ეს ერთგვაროვანი მიდგომა არსებითად უგულებელყოფს იმ ფაქტს, რომ თითოეულ ინვესტორს უნიკალური ფინანსური გარემოებები, მიზნები და პრეფერენციები აქვს.
გარდა ამისა, დავადგინეთ, რომ გამოცდილი ინვესტორები ელიან ბევრად მეტს, ვიდრე უბრალოდ აქტივების სტანდარტული განთავსებაა. მათ სჭირდებათ ეკოსისტემა, რომელიც სთავაზობს სტრატეგიულ მიმართულებას, მუდმივ მხარდაჭერას, ექსკლუზიურ წვდომასა და ბაზრებისა და პირადი მიზნების ევოლუციასთან ადაპტაციის უნარს. ტრადიციული მოდელები ინვესტიციას ერთჯერად მოვლენად მიიჩნევენ; დღევანდელი ინვესტორები კი მოითხოვენ განგრძობით გონივრულ პარტნიორობას. Idea Invest-ით მათ სწორედ ამას ვთავაზობთ.
თქვენ სტრატეგია ბაზარზე დამკვიდრებული მიდგომებისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. როგორ ერგება Idea Invest კომპანიის განვითარების დიდ სურათს?
ამჟამად ბაზარი შესადარებელ პრემიუმ საინვესტიციო ეკოსისტემას ვერ გვთავაზობს. თუმცა, გარე პოზიციონირების გარდა, Idea Invest მნიშვნელოვან შიდა ღირებულებასაც ქმნის. ინოვაციისა და სერვისების ხარისხი, რომელსაც ის საჭიროებს, განსაკუთრებით, კლიენტებისათვის პრემიუმ ხარისხისა და გრძელვადიანი ღირებულების შექმნის კუთხით — ჩვენი გუნდისგან მუდმივ ძალისხმევას, სიზუსტესა და ღრმა ჩართულობას მოითხოვს. ეს უწყვეტი გამოწვევა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩვენი კომპანიის ზრდისთვის: გვიმძაფრებს ფოკუსს, აძლიერებს ჩვენს შესაძლებლობებს და გვაძლევს სტიმულს, მომავალშიც განვაგრძოთ ჩვენი მომხმარებლებისა და წევრებისთვის მაღალი დონის პროდუქტებისა და მომსახურების შეთავაზება.
მოგვიყევით Idea Investors Club-ის შესახებ. რა არის წევრობის კრიტერიუმები, რა კონკრეტული შეღავათებით და უპირატესობებით ისარგებლებენ კლუბის წევრები და როგორ აუმჯობესებს ამ საზოგადოების წევრობა საინვესტიციო გამოცდილებას?
Idea Investors Club ექსკლუზიური საწევრო კლუბია, რომელიც საგანგებოდ შევქმენით ჩვენი ყველაზე ერთგული პრემიუმ-ინვესტორებისთვის, რომლებიც განსაზღვრულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ ინვესტიციის მოცულობის, ჩართულობის ხარისხისა და ჩვენი გრძელვადიანი ხედვისადმი სტრატეგიული შესაბამისობის მხრივ.
კლუბის წევრობა უზრუნველყოფს წვდომას სპეციალური სერვისებისა და უნიკალური შესაძლებლობების ფართო სპექტრზე. წევრებს შეუძლიათ, მასშტაბურ პროექტებში ადრეული კონცეპტუალური ეტაპზევე ჩაერთონ და მანამდე მიიღონ წვდომა საინვესტიციო შესაძლებლობებზე, სანამ მათ ფართო ბაზარს გავაცნობდეთ. ეს ადრეული წვდომა ხშირად უფრო ხელსაყრელ პირობებსა და მეტ პოტენციურ უკუგებას ნიშნავს.
საინვესტიციო შესაძლებლობების გარდა, კლუბის წევრები იღებენ ექსკლუზიურ შეთავაზებებსა და ხელსაყრელ პირობებს ჩვენს პარტნიორ კომპანიებთან სხვადასხვა სექტორში. ეს პარტნიორობები სცდება უძრავი ქონების ფარგლებს და მოიცავს პრემიუმ სერვისებს, ფინანსურ პროდუქტებსა და ცხოვრების სტილის გაუმჯობესების შესაძლებლობებს.
კლუბის წევრობის სოციალური ასპექტები არანაკლებ ღირებულია. წევრებს ვიწვევთ დახურულ ღონისძიებებზე, ექსკლუზიურ პრეზენტაციებსა და შეკრებებზე, სადაც მათ შეუძლიათ სხვა წარმატებულ ინვესტორებთან და ბიზნეს-ლიდერებთან დაამყარონ კავშირები.
თქვენი დაკვირვებით, რა ძირითადი ტენდენციები შეინიშნება საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე?
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტენდენცია, რომელიც გამოიკვეთა, არის მაღალი ხარისხის, ენერგოეფექტიანი საცხოვრებელი და კომერციული სივრცეების მიმართ მუდმივად მზარდი მოთხოვნა. ეს სცდება მხოლოდ ვიზუალურ მხარეს — მაცხოვრებლებს ცხოვრების ხარისხს გასაუმჯობესებლად ეფექტური და ჯანსაღი გარემო სჭირდებათ. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ამ ტენდენციებს და ვავითარებთ პროექტებს, რომლებიც გრძელვადიანი ღირებულებისთვისაა შექმნილი. მაღალი ხარისხის მასალების, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და გონივრულად შემუშავებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით, ვაშენებთ სივრცეებს, რომელთა ღირებულებაც დროთა განმავლობაში კიდევ უფრო გაიზრდება. ჩვენი მომხმარებლები კარგად იცნობენ ბაზარს და აფასებენ სტაბილურობას, საინვესტიციო პოტენციალსა და ცხოვრების ხარისხს.
რა საინვესტიციო პროდუქტებია ამჟამად ხელმისაწვდომი Idea Invest-ის მეშვეობით და როგორ გეგმავთ გაფართოებას?
Idea Invest-ის მომხმარებლები იღებენ წვდომას სპეციალურად შექმნილ საინვესტიციო პაკეტებზე, რომლებიც Idea Development-ის მიმდინარე პროექტებს უკავშირდება. ეს პროდუქტები მოქნილი პირობებითა და ჭკვიანური სტრატეგიებით გამოირჩევა და უკვე ბევრმა მომხმარებელმა ისარგებლა. უძრავი ქონების ბაზარზე იმ პროდუქტების მზარდი გავრცელება, რომლებიც თავდაპირველად Idea Invest-მა შეიმუშავა, მკაფიოდ უსვამს ხაზს ჩვენი შემოთავაზებების ღირებულებას, ხოლო ამავდროულად ადასტურებს ჩვენს ლიდერულ როლს ინვესტორული ლანდშაფტის ცვლილებაში.
Idea Invest-ის სრულ პორტფელს ფართო აუდიტორიას ამ შემოდგომაზე წარვუდგენთ.