Companies Market Cap-ის მიხედვით, ევროკავშირში მოქმედი 1,755 საჯარო კომპანიის ჯამური საბაზრო კაპიტალიზაცია 14.45 ტრილიონ დოლარს აღწევს. წარმოგიდგენთ EU-ის ტოპ-10 ყველაზე ძვირადღირებულ კომპანიას, რომელთა შეფასება 2025 წლის 11 სექტემბრის მონაცემებზეა დაფუძნებული.
ჩამონათვალში პირველ ადგილს ნიდერლანდების ქალაქ ეინდჰოვენში 1984 წელს დაფუძნებული კომპანია ASML იკავებს, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია $316 მილიარდს აჭარბებს. იგი მსოფლიოში რიგით 33-ე ყველაზე ძვირადღირებული საჯარო კომპანიაა. ჰოლდინგი ინტეგრირებული სქემების (ჩიპების) წარმოებისთვის გამოყენებული ფოტოლითოგრაფიული აპარატების შემუშავებასა და წარმოებაშია სპეციალიზებული.
ტოპ-10-ში მეორე პოზიციას 1972 წელს გერმანიაში დაფუძნებული პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია SAP იკავებს, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია $315.6 მილიარდს შეადგენს. როგორც ხედავთ, მასა და ASML-ს შორის სხვაობა საკმაოდ მცირეა და არ არის გამორიცხული, რომ ამ უკანასკნელს SAP-მა მალე ევროკავშირის ყველაზე ძვირადღირებული კომპანიის სტატუსი ჩამოართვას.
სიაში მესამე ადგილს სჯერდება მოდის ინდუსტრიის გიგანტი, LVMH, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია $288 მილიარდს მცირედ აჭარბებს. კომპანია, 1987 წელს, მოდის სახლ Louis Vuitton-ის (დაარსებული 1854 წელს) Moët Hennessy-ისთან შერწყმის შედეგად ჩამოყალიბდა. ის დღეს დაახლოებით 60 შვილობილ კომპანიას აერთიანებს. Louis Vuitton-ისა და Moët Hennessy-ის გარდა, LVMH-ის პორტფელში შედის Christian Dior Couture-ი, Givenchy, Fendi, Celine-ი, Kenzo, Tiffany, Bulgari, Loewe-ი, TAG Heuer-ი, Marc Jacobs-ი, Sephora, Loro Piana და სხვა.
აღსანიშნავია, რომ ტოპ-10-ში 3-3 წარმომადგენელი ჰყავს ნიდერლანდებს, საფრანგეთსა და გერმანიას, მეათე კომპანია კი დანიაშია დაფუძნებული.
ევროკავშირის ტოპ-10 კომპანია, საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით (2025 წლის 11 სექტემბერი):
№ | კომპანია | ქვეყანა | საბაზრო კაპიტალიზაცია | აქციის ფასი | დღიური ცვლილება |
---|---|---|---|---|---|
1 | ASML | ნიდერლანდები | $316.13 მლრდ | $793.14 | +1.49% |
2 | SAP | გერმანია | $315.63 მლრდ | $260.51 | +4.04% |
3 | LVMH | საფრანგეთი | $288.04 მლრდ | $572.41 | +0.01% |
4 | Prosus | ნიდერლანდები | $276.00 მლრდ | $63.17 | +1.08% |
5 | Hermès | საფრანგეთი | $258.19 მლრდ | $2,463 | +0.67% |
6 | L’Oréal | საფრანგეთი | $249.64 მლრდ | $451.90 | +0.40% |
7 | Novo Nordisk | დანია | $244.56 მლრდ | $54.37 | +0.13% |
8 | Siemens | გერმანია | $209.69 მლრდ | $267.74 | +0.28% |
9 | Airbus | ნიდერლანდები | $177.80 მლრდ | $225.83 | +2.46% |
10 | Deutsche Telekom | გერმანია | $172.93 მლრდ | $35.29 | +0.80% |
წყარო: companiesmarketcap.com