ჩეხეთმა ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა

ჩეხეთმა ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა

გუშინ ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმი ჩეხეთმაც გააუქმა. ამის შესახებ ინფორმაცია ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იან ლიპავსკიმ, Facebook-ზე გაავრცელა.

„ჩემი წინადადებით, მთავრობამ დღეს დაამტკიცა ვიზების მოთხოვნა საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის. ჩვენ ამით ვპასუხობთ ადამიანის უფლებების უგულებელყოფას, დემონსტრაციების ჩახშობას და სამოქალაქო საზოგადოების შესუსტებას. ეს ღონისძიება საქართველოს ოფიციალური პირებისთვის უვიზო მიმოსვლას აჩერებს“, – ვკითხულობთ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაში.

შეგახსენებთ, ევროკავშირმა ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლა 2025 წლის 27 იანვარს შეაჩერა.