თიბისი ლიზინგმა საინვესტიციო კომპანია Incofin-ისგან 17 მილიონი აშშ დოლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა, რაც მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის, ასევე ქალი მეწარმეების მხარდასაჭერად იქნება მიმართული.
- 10 მილიონი აშშ დოლარი Invest in Visions-ისგან (IIV) – მიმართულია ფინანსური ინკლუზიის გაძლიერებისა და მიკროსაფინანსო სექტორის მხარდაჭერისკენ.
- 7 მილიონი აშშ დოლარი Global Gender Smart Fund-ისგან (GGSF) – მიზნად ისახავს ქალი მეწარმეების და ქალების მიერ წარმართვადი ბიზნესების მხარდაჭერისკენ.
„მოხარულები ვართ, რომ ჩვენი და Incofin-ის მჭიდრო თანამშრომლობა კიდევ ერთ წარმატებულ ტრანზაქციაში აისახა. განსაკუთრებით აღსანიშნავია გამოყოფილი რესურსის მიზნობრიობა. თიბისი ლიზინგში ყოველდღიურად ვაკვირდებით მოთხოვნას, რომელიც მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესს გააჩნია, ამიტომ გვაქვს შესაძლებლობა შევქმნათ მოქნილი და მათ საჭიროებებზე მორგებული ფინანსური გადაწყვეტილებები. ცალკე აღნიშვნის ღირსია ქალი მეწარმეების მხარდაჭერის შესაძლებლობა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ერთის მხრივ, ჩვენი, მეორეს მხრივ კი, ჩვენი პარტნიორი ინსტიტუტების ხედვას – გაძლიერდეს ფინანსური სექტორის ინკლუზიურობა“ – ნუგზარ ლოლაძე, თიბისი ლიზინგის ფინანსური დირექტორი.
„ჩვენი და თიბისი ლიზინგის პარტნიორული ურთიერთობა ეფუძნება საერთო რწმენას, რომ მეწარმეობას დიდი ძალა აქვს. შესაბამისად, ახლად გამოყოფილი ფინანსური რესურსით არა მხოლოდ ვზრდით შესაძლებლობებს მცირე ბიზნესისთვის, არამედ ვუღებთ გამოცდილებების ახალ კარს ქალ მეწარმეებს. მოუთმენლად ველით იმის ხილვას, თუ როგორ აითვისებენ მიზნობრივი ჯგუფები აღნიშნულ დაფინანსებას, გააფართოებენ საკუთარ ბიზნესს და ჩვენთან ერთად შექმნიან უფრო ინკლუზიურ მომავალს საქართველოში.“- ხირტ პეეტერმანს, Incofin IM უფროსი საინვესტიციო ოფიცერი.
როგორც საფინანსო ინსტიტუტებში აღნიშნავენ, ეს ტრანზაქცია ხაზს უსვამს მხარეების მზაობას, ერთის მხრივ – გააუმჯობესონ ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, მეორეს მხრივ, გააძლიერონ ინკლუზიურობა ზემოთ აღნიშნული ჯგუფებისთვის.
S