უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნები საქართველოს მომსახურების ექსპორტ-იმპორტში

უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნები საქართველოს მომსახურების ექსპორტ-იმპორტში

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წელს საქართველოს მომსახურების ექსპორტმა 7.7 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის მაჩვენებელს 9.1%-ით აღემატება. ამავე პერიოდში, მომსახურების იმპორტმა 3.8 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა, რაც წინა წელთან შედარებით 5.4%-ით მეტია.

შესაბამისად, 2024 წელს დადებითმა სავაჭრო ბალანსმა თითქმის 3.9 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის სავაჭრო ბალანსზე 13%-ით მეტია.

მომსახურების ექსპორტში პირველი ადგილი მოგზაურობამ დაიკავა 4.42 მილიარდი აშშ დოლარით, რაც მომსახურების მთლიანი ექსპორტის 57.4%-ს შეადგენს. მეორე ადგილზე სატრანსპორტო მომსახურებაა 1.71 მილიარდი აშშ დოლარით, რაც მთლიანი ექსპორტის 22.3%-ს უტოლდება. მესამე ადგილს სატელეკომუნიკაციო, კომპიუტერული და საინფორმაციო მომსახურება იკავებს 842.3 მილიონი აშშ დოლარით და მისი წილი 10.9%-ს შეადგენს.

იმპორტში უმსხვილესია სატრანსპორტო მომსახურება, რომლის იმპორტმა 2.26 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. ეს მთლიანი იმპორტის 59.4%-ს შეადგენს. მეორე ადგილს მოგზაურობა იკავებს 485.9 მილიონი აშშ დოლარითა და მთლიან იმპორტში 12.7%-იანი წილით. მესამე ადგილზეა სხვა საქმიანი მომსახურებაა 285.7 მილიონი აშშ დოლარით და იმპორტში 7.5%-იანი წილით.

რაც შეეხება უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს, 2024 წელს ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მომსახურების მთლიან ექსპორტში 57.6% შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნებია: რუსეთი 985.7 მილიონი აშშ დოლარით, თურქეთი 980.0 მილიონი აშშ დოლარით და ისრაელი 515.0 მილიონი აშშ დოლარით. რუსეთის შემთხვევაში მაჩვენებელი 3.6%-ით არის შემცირებული, თურქეთისა და ისრაელის შემთხვევაში კი, შესაბამისად, 2.3%-იანი და 38.4%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

წყარო: საქსტატი

გასულ წელს ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მომსახურების მთლიან იმპორტში 51.2% შეადგინა. უმსხვილესი საიმპორტო ქვეყნებია: აშშ 413.4 მილიონი აშშ დოლარით, თურქეთი 351.6 მილიონი აშშ დოლარითა და ჩინეთი 322.2 მილიონი აშშ დოლარით. აშშ-ისა და ჩინეთის შემთხვევაში, შესაბამისად, 25.4%-ინი და 92.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა. რაც შეეხება თურქეთს, ამ შემთხვევაში საქართველოდან მომსახურების იმპორტი 32.6%-ით შემცირდა. მომსახურების იმპორტის ყველაზე მკვეთრი ზრდა, ათეულში შემავალი ქვეყნებიდან, იაპონიიდან დაფიქსირდა და 1,223% შეადგინა.

წყარო: საქსტატი