შრომის საერთაშორისო ორგანიზაციისა (ILO) და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მონაცემების საფუძველზე შედგენილი „მსოფლიო მოსახლეობის მიმოხილვის“ თანახმად, გლობალურად შრომაზე დახარჯული საშუალო დრო კვირაში დაახლოებით 38.7 საათს შეადგენს.
მიმოხილვა 150-ზე მეტი სახელმწიფოს მონაცემებს აერთიანებს და ამ ქვეყნებში კვირის სამუშაო საათებს ერთმანეთს ადარებს. კერძოდ, ყოველკვირეული სამუშაო საათები ადგილობრივი შეფასებების მიხედვით, ფორმალურ და არაფორმალურ შრომით სექტორებშია დათვლილი.
სიის უკიდურეს პოზიციებზე მყოფი ქვეყნების მონაცემებს შორის – სადაც კვირაში ყველაზე ნაკლებ საათსა და მეტ საათს მუშაობენ – თითქმის 30-საათიანი განსხვავებაა.
„მსოფლიო მოსახლეობის მიმოხილვის“ თანახმად, ყველაზე შრომისმოყვარე ქვეყანა ბუტანია, სადაც დასაქმებულები კვირაში საშუალოდ 54.5 საათს მუშაობენ. მოწინავე პოზიციებზეა ასევე სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის არაერთი ეკონომიკა, მათ შორის არაბთა გაერთიანებული საემიროები (48.4 საათი), პაკისტანი (47.5 საათი) და ინდოეთი (45.8 საათი).
სამუშაო საათების მიხედვით ყველაზე დატვირთული ქვეყნები, ძირითადად, აზიასა და აფრიკაში მდებარეობს, სადაც ეკონომიკური განვითარების დონე, სოციალური გარანტიები და შრომითი ბაზრის სტრუქტურა ადამიანებს მეტ შრომას აიძულებს.
ქვეყნები, სადაც ყველაზე მეტს მუშაობენ:
| ადგილი | ქვეყანა | რეგიონი | საშუალო სამუშაო დრო (საათი/კვირა) |
|---|---|---|---|
| 1 | ბუტანი | აზია | 54.5 |
| 2 | სუდანი | აფრიკა | 50.8 |
| 3 | ლესოტო | აფრიკა | 50.2 |
| 4 | კონგო | აფრიკა | 48.7 |
| 5 | არაბთა გაერთ. საამიროები | აზია | 48.4 |
| 6 | სან-ტომე და პრინსიპი | აფრიკა | 48.2 |
| 7 | იორდანია | აზია | 47.8 |
| 8 | ლიბერია | აფრიკა | 47.5 |
| 9 | პაკისტანი | აზია | 47.5 |
| 10 | კატარი | აზია | 46.8 |











