Create | Care | Connect — ნექსთის ახალი ხედვა ბათუმში

Create | Care | Connect — ნექსთის ახალი ხედვა ბათუმში

საერთაშორისო დეველოპერულმა კომპანიამ, ბათუმის ახალი პროექტის, NEXT Magnolia-ს წინასწარი გაყიდვები დაიწყო. კომპანია სამ კონტინენტზე და ხუთ ქვეყანაში – საქართველო, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ესპანეთი, კენია და ზანზიბარი – წარმატებით ოპერირებს და ინოვაციურ პროექტებს ქმნის. 

NEXT-მა სწრაფად დაიმკვიდრა თავი საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე დინამიკურ და პროგრესულ დეველოპერად, რომელსაც მსოფლიოს გარშემო ათასობით ინვესტორი ენდობა. მზარდი პორტფოლიოთი კომპანია გლობალურ გაფართოებას აგრძელებს და ქმნის სივრცეებს, რომლებიც დიზაინს, ინოვაციასა და ცხოვრების სტილს აერთიანებს.

ბათუმის ახალი ბულვარის მახლობლად, NEXT Magnolia სიმშვიდისა და თანამედროვე ურბანული კომფორტის იდეალური ბალანსია. მისი არქიტექტურა და გეგმარება სინათლეს, სივრცესა და ბუნებასთან სიახლოვეს ანიჭებს უპირატესობას, რაც მაცხოვრებლებისთვის შთამაგონებელ და ჰარმონიულ გარემოს ქმნის.

რეზიდენტებისთვის ხელმისაწვდომი იქნება პრემიუმ კლასის მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურა: ფიტნესისა და იოგას სივრცეები, ქოვორქინგი და ბიზნეს კაფე, საბავშვო სივრცეები, გამწვანებული ბაღები და 24/7 ქონების მართვის სერვისი.

პროექტი — Create | Care | Connect — ფილოსოფიას ეფუძნება და ამკვიდრებს ცხოვრების სტილს, რომელიც შემოქმედებითობას, კეთილდღეობასა და სოციალიზაციას აბალანსებს.

ბათუმის ახალი პროექტით ნექსთი აგრძელებს თავის მისიას – დახვეწილი დიზაინისა და გლობალური სტანდარტების მეშვეობით თანამედროვე ცხოვრების სტილი ახლებურად წარმოაჩინოს.

S