EU-ის ქვეყნები 2027 წლის ბოლომდე რუსული გაზის იმპორტის სრული აკრძალვის წესებზე შეთანხმდნენ

EU-ის ქვეყნები 2027 წლის ბოლომდე რუსული გაზის იმპორტის სრული აკრძალვის წესებზე შეთანხმდნენ

ევროკავშირის ქვეყნები რუსული ბუნებრივი აირის იმპორტის თანდათანობით შეწყვეტასთან დაკავშირებით საბოლოო წესებზე შეთანხმდნენ. ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტის მიერ დამტკიცების შემდეგ, მიწოდებაზე სრული ემბარგო 2027 წლის ბოლოსთვის ამოქმედდება.

შეთანხმებული პირობების მიხედვით, რუსული თხევადი გაზის იმპორტი 2027 წლის 1-ელი იანვრიდან სრულად აიკრძალება. მილსადენებით ბუნებრივი აირის მიწოდება კი უნდა შეწყდეს არაუგვიანეს 2027 წლის 30 სექტემბრისა, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში – 2027 წლის 1-ელ ნოემბრამდე.

2025 წლის 17 ივნისამდე დადებული მოკლევადიანი კონტრაქტებისთვის, რუსული გაზის იმპორტის აკრძალვა ამოქმედდება 2026 წლის 25 აპრილიდან თხევადი ბუნებრივი აირის შემთხვევაში და 2026 წლის 17 ივნისიდან მილსადენებით მოწოდებული გაზისთვის.

„ეს ჩვენთვის და მთელი ევროპისთვის დიდი გამარჯვებაა. ჩვენ უნდა დავასრულოთ ევროკავშირის რუსულ გაზზე დამოკიდებულება და მისი სამუდამოდ აკრძალვა სწორი მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. მოხარული და ვამაყობ, რომ ევროპარლამენტთან შეთანხმების მიღწევა ასე სწრაფად შევძელით. ეს აჩვენებს ჩვენ ერთგულებას უსაფრთხოების გაძლიერებისა და ენერგომომარაგების დაცვის მიმართულებით“, – განაცხადა ლარს ააგარდმა, დანიის კლიმატის, ენერგეტიკისა და კომუნალური მომსახურების მინისტრმა.